მობილური ავტოგასამართი სადგური
მობილური ავტოგასამართი სადგური

ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული რეზერვუარების - „მობილური ავტოგასამართი სადგურების“ მონტაჟს თქვენთვის სასურველ ადგილზე. „მობილური ავტოგასამართი სადგური“ არის იაფი და კომპაქტური საწვავის რეზერვუარი, მათთვის ვისთვისაც:

  • პრიორიტეტულია ხარჯების შემცირება;
  • მნიშვნელოვანია საწვავის ნაშთების კონტროლი;
  • კრიტიკულია საწვავის უწყვეტი მარაგის ქონა, რათა დაგეგმილი სამუშაოები არ შეფერხდეს;
  • სურს ტექნიკის ან ავტოპარკის ეფექტური მართვა.

"მობილური ავტოგასამართი სადგურით" სარგებლობის განმავლობაში:

  • მოგემსახურებათ გალფის პროფესიონალ ტექნიკოსთა ჯგუფი, რომლებიც რეზერვუარის ინსტალაციამდე შეისწავლიან ტერიტორიას და გასცემენ კონკრეტულ რეკომენდაციებს, ასევე ყოველ 6 თვეში მონიტორინგს გაუწევენ რეზერვუარის სწორ და გამართულ მუშაობას;
  • თანამედროვე და დახვეწილი სისტემა საშუალებას მოგცემთ დისტანციურად ადევნოთ თვალი საწვავის მიღებებს და რეზერვუარში არსებულ ნაშთებზე გქონდეთ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია.

 

რეკომენდაციები

 

ავტოგასამართი სადგურის შეუფერხებლად მუშაობისთვის აუცილებელია:

  1. მისი სწორ ზედაპირზე განთავსება;
  2. ელექტროენერგია;
  3. კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  4. საგადასახადოდან საბოლოო მომხმარებლის კოდის აღება.

  

საკონტაქტო ინფორმაცია: +(995 32) 555 288 828

 

© 2015 Sun Petroleum Georgia