გალფ კლუბი

Gulf Club-ის სახით კომპანია გალფი თავის მომხმარებელს მომენტალური ფასდაკლებისა და ქულების დაგროვების ბარათს სთავაზობს, რომლის მეშვეობითაც ყოველ შეძენილ 1 ლიტრ საწვავზე 10 თეთრიანი ფასდაკლებით სარგებლობაა შესაძლებელი. 

ყოველ ოთხშაბათსა და კვირას კი გაზრდილი ფასდაკლების დღეებია და მოქმედებს ფიქსირებული 15 თეთრი  ფასდკლება ყველასთვის!


გარდა ამისა, Gulf Club-ის მომხმარებელს ქულების დაგროვებასაც თავაზობს - 2023 წლის 1 თებერვლიდან განახლებული პრინციპი ამოქმედდა და ყოველ შეძენილ 1 ლარის ღირებულების საწვავზე 1 ქულა გროვდება (1₾=1 ქულა). დაგროვილი ქულების დახარჯვა შესაძლებელია „გალფ სთორის" მაღაზიათა ქსელში ნებისმიერი პროდუქტის შეძენის დროს.

 

გალფ კლუბის ბარათით სარგებლობა შესაძლებელია გალფის თვითმომსახურების ავტოგასამართ სადგურებზეც https://gulfexpress.ge/



"გალფ კლუბის" წესები და პირობები:

  • "გალფ კლუბის" ბარათით ფასდაკლების მიღება შეგიძლიათ გალფის ავტოგასამართი სადგურების ქსელში მთელი საქართველოს  მასშტაბით.
  • ერთ პიროვნებაზე გაიცემა მხოლოდ ერთი ბარათი, ბარათის ღირებულებაა 2 ლარი.
  • ბარათის მისაღებად თქვენ უნდა შეავსოთ საინფორმაციო ანკეტა და მოაწეროთ ხელი ან შეუკვეთოთ ონლაინ: შეკვეთა.
  • დაგროვილი ქულების შესახებ ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ვებგვერდზე www.Gulf.ge, Gulf Club-ის მობაილ აპლიკაციაში  ან კომპანიის ცხელ ხაზზე *0007.
  • გალფ კლუბით სარგებლობა შეგიძლიათ მხოლოდ ნაღდი ან საბანკო ბარათით ანგარიშსწორების დროს.
  • მხოლოდ "გალფ კლუბის" ბარათის მფლობელს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა გალფის ყველა მარკეტინგულ აქციაში.
  • ნებისმიერი დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე *0007.
  • ბარათის მოქმედების ვადაა 3 წელი. ვადის გასვლის დროს ბარათზე დაგროვილი ქულები ნულდება. ქულების შესანარჩუნებლად ბარათის აღდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე.
  • ბარათი და მასზე დაგროვილი ქულები, სასაჩუქრე ვაუჩერები წარმოადგენს შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია"-ს საკუთრებას. შესაბამისად, განკარგვის სრული ავტორიტეტი ენიჭება კომპანია გალფს.

გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ყოველ, უწყვეტ ექვსთვიან პერიოდში, საწვავი მინიმუმ ერთხელ მაინც არ იქნება შესყიდული გალფ კლუბის ბარათით, ასეთი ბარათი ავტომატურად ჩაითვლება არააქტიურად და  მასზე დაგორვებული ყველა ქულა განულდება.



ქულების გახარჯვის წესი:

  • დაგროვილი ქულების გახარჯვა შეგიძლიათ "გალფ სთორის" მაღაზიათა ქსელში ნებისმიერი პროდუქტის შესაძენად და ასევე ვებგვერდზე http://gulf.ge/offers-ზე განთავსებული სხვადასხვა შეთავაზების მისაღებად.
  • ქულების გასანაღდებლად თქვენ უნდა მიბრძანდეთ "გალფ სთორში" და წარადგინოთ "გალფ კლუბის" ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • Gulf Club-ის ბარათზე დაგროვილი ქულების განაღდება შეუძლია მხოლოდ კონკრეტული ბარათის მფლობელს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
  • 1 დაგროვილი ქულა = 1 თეთრს (Gulf Store-ში ანგარიშსწორების შემთხვევაში).

გალფ კლუბში გაწევრიანებით მომხმარებელი ეთანხმება, როგორც ზემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს, ასევე:

  • შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ უფლებამოსილია, დაამუშაოს და გამოიყენოს კლუბის წევრის პერსონალური მონაცემები საკუთარი მარკეტინგული მიზნებისათვის, მისი დამატებითი თანხმობის გარეშე;
  • შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ უფლებამოსილია კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით: სმს, ელექტრონული ფოსტა და სხვ. გაუგზავნოს სარეკლამო და სხვა ინფორმაცია დამატებითი თანხმობის გარეშე;
  • გაფრთხილებულია მომხმარებელი მისი უფლების შესახებ, კანონით დადგენილი წესით, მოიითხოვოს შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიასაგან"  თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და გამოყენების შეწყვეტა, მათ შორის, სარეკლამო და სხვა სახის ინფორმაციის გამოგზავნა.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია