Gulf Express - თვითმომსახურების ახალი ქსელი გალფისგან
16 მარტი 2022

Gulf Express-ის ბრენდის ქვეშ გალფის ექვსი თვითმომსახურების სადგური გაიხსნა. გალფის მომხმარებლებს უკვე შეეძლებათ თავად ჩაასხან საწვავი საკუთარ ავტომობილებში შეღავათიან ფასად და მიიღონ ექსპრეს სერვისები.

 

აღსანიშნავია რომ აღნიშნულ სადგურებზე შესაძლებელი იქნება Gulf Club-ის ფასდაკლების და დაგროვების ბარათის გატარებაც, შესაბამისად, მომხმარებლები მიიღებენ უფრო მეტ ფასდაკლებას საწვავზე და ასევე, შეძლებენ დააგროვონ ქულები. გარდა ამისა, თითოეულ სადგურზე იმუშავებს მცირე ზომის მაღაზია, რომელიც ორიენტირებული იქნება სწრაფ მომსახურებაზე.

 

კომპანია გალფი Gulf Express-ის სადგურების განვითარებას რეგიონებშიც გეგმავს — წლის ბოლომდე კიდევ 10 თვითმომსახურების სადგურის გახსნაა დაგეგმილი.

 

www.gulfexpress.ge

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია