Gulf-ის საქველმოქმედო ტურნირი გოლფში
11 ივნისი 2022
11 ივნისს კომპანია გალფმა თბილისი ჰილსის გოლფის მოედანზე გოლფის ტურნირს 4 Ball Scramble Powered by Gulf უმასპინძლა. ყველა მონაწილეს დაურიგდა გალფის ბრენდირებული სასაჩუქრე ჩანთები, გალფის ცნობილი ჰოთდოგები და გალფის ენერგეტიკული სასმელი.
 
გოლფის ტურნირი, რომელიც გალფმა და თბილისი ჰილსისს გოლფის კლუბმა დააორგანიზეს საქველმოქმედო მიზნები ჰქონდა. გოლფის მოთამაშებისგან 5,000 ლარი შეგროვდა - გალფმა კი ეს თანხა გააორმაგა და საბოლოოდ 10,000 ლარი შეგროვდა, რომელიც თემის სოციალურ საწარმოს გადაეცა. ასევე სამმა გოლფის მოთამაშემ საკუთარი მოგებული პრიზი 700 ლიტრი საწვავიც თემის სოციალურ საწარმოს გადასცა.
 
შეგახსენებთ რომ, თემი არის სოფელ გრემში არსებული საზოგადოება და სოციალური საწარმო, რომელიც 1989 წელს დაარსდა და მას შემდეგ სტაბილურად ვითარდება. დღესდღეობით აქ სხვადსხვა გამოცდილების და შესაძლებლობების 70-მდე ადამიანი ცხოვრობს და მუშაობს.
 
 
 
 
 
 
© სან პეტროლიუმ ჯორჯია