Fiat 500 - ლეგენდარული ავტომობილის მოკლე ისტორია

Fiat 500 (იტალიურად Cinquecento) უკანაძრავიანი, ოთხადგილიანი, ქალაქის პატარა მანქანაა, რომელსაც იტალიური კომპანია Fiat Automobiles-ი 1957-1975 წლებში აწარმოებდა ორკარიანი სედანისა და ორკარიანი უნივერსალი მანქანის სახით.


წარმოება 1957 წლის ივლისში, Nuova-ს (ახალი) სახელით დაიწყო და წარმოადგენდა 500 "Topolino"-ს მემკვიდრეს; იყო საკმაოდ იაფი და პრაქტიკული, პატარა მანქანა. სიგრძეში 2,97 მეტრს აღწევდა და თავდაპირველად აღჭურვილი იყო 479 cc ორცილინდრიანი, ჰაერით გაგრილების ძრავით. ახალი ავტომობილი 24,5 სანტიმეტრით მოკლე იყო ორი წლით ადრე გამოშვებულ Fiat 600-ზე და მიიჩნევა პირველ მიზანმიმართულ ქალაქის მანქანად.

 


2007 წელს, Nuova 500-ის გამოშვებიდან 50-ე წლისთავზე, Fiat-მა ახალი 500 გამოუშვა; მისი სტილი შთაგონებული იყო 1957 წლის Nuova 500-ით, ძრავი მანქანას ამჯერად წინ ჰქონდა და წამყვანი თვლებიც წინა იყო.


2017 წელს, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში Fiat-მა მანქანის 60 წლის იუბილე აღნიშნა. გარდა ამისა, იტალიის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე სპეციალური ჯილდო მიიღო ქვეყნის პრეზიდენტის, სერჯიო მატარელასგან.


ისტორია


1949 წელს, Fiat-მა გამოუშვა წინაძრავიანი ეკონომიური მანქანა Fiat 500, რომელიც კარგად აკმაყოფილებდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ბაზრის მოთხოვნებს. ეს იყო ორკარიანი კუპე, რომელსაც შემდეგ უნივერსალი ვერსიაც დაემატა. ორივე მათგანის წარმოება 1954 წლამდე გაგრძელდა, როცა ისინი სრულიად ახალმა, უფრო მსუბუქმა მანქანამ ჩაანაცვლა. ახალ ავტომობილს ძრავა უკან ჰქონდა, Volkswagen Beetle-ისა და მისი 1955 წელს გამოშვებული ძმის, Fiat 600-ის მსგავსად. ამ დროისათვის საკმაოდ უჩვეულო უკანა ძრავის კონფიგურაცია მაშინ რამდენიმე ავტომწარმოებელმა აიტაცა და საკმაოდ წარმატებულადაც.

 


მიუხედავად პატარა ზომისა, ახალი 500 წარმოუდგენლად პრაქტიკული აღმოჩნდა, რასაც ევროპის ბაზარზე დიდი გაყიდვებიც მიუთითებდა. გარდა ორკარიანი კუპესი, გამოჩნდა უნივერსალი ვერსია, სახელად Giardiniera-ც.


კომპანია Abarth-მა და Giannini-მ დაიწყეს სპორტული ვერსიების წარმოებაც. ავსტრიულ ვარიანტს 1957-1973 წლებში Steyr-Daimler-Puch-ი აწარმოებდა; Steyr-Puch 500-ს მოტოციკლზე დაფუძნებული ოპოზიტური ორცილინდრიანი ძრავა ჰქონდა.


500-ის წარმოება 1975 წელს შეწყდა და ჩაანაცვლა ორი წლით ადრე გამოშვებულმა მოდელმა Fiat 126-მა. ეს უკანასკნელი იტალიაში წინამორბედის მსგავსად წარმატებული არ აღმოჩნდა, მაგრამ საკმაოდ პოპულარული გახდა აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში; იწყობოდა პოლონეთშიც, სადაც მას Polski Fiat-ი ერქვა. Fiat 500-ის აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი (Cx) 0,38 იყო, რაც იმ დროისთვის საკმაოდ კარგ მაჩვენებლად ითვლებოდა.


მოდელები


Nuova 500 (1957–1961)


ამ მოდელს ჰქონდა 479 cc ორცილინდრიანი ძრავა, რომელიც მხოლოდ 13 ცხენის ძალას ავითარებდა.
სპორტულ მოდელთან ერთად, სულ გაიყიდა 181 036 ეგზემპლარი. Nuova 500 1957-1960 წლებში იწარმოებოდა.

 

Nuova 500 Sport (1958–1960)

 


მის 499.5 cc ძრავს 21,2 ცხენის ძალა ჰქონდა, მაქსიმალური სიჩქარე კი 105 კმ/სთ იყო.

500 D (1960–1965)


ამ მოდელმა 1960 წლის Nuova ჩაანაცვლა, მაგრამ გამოირჩეოდა ორი მთავარი მახასიათებლით. ერთი მათგანი ძრავის ზომა იყო ¬— მისი 499 cc 17 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, მეორე განსხვავება კი სახურავს ეხებოდა.

 

500 Giardiniera (1960–1975)

 


Fiat 500-ის უნივერსალი ვერსია — 500 Giardiniera ყველაზე შორსმავალი მოდელი იყო. კომპანიამ მისი 327 000 ერთეული გამოუშვა.

 

 

500 F or Berlina (1965–1973)

 

 

 

500 L or Lusso (1967—71)

 

 

 

500 R or Rinnovata (1971—1976)

 

 

 

Fiat 500 America

 


Fiat 500-ს წარმოების პერიოდში, Fiat-მა ეს მოდელი სპეციალურად აშშ-ის ბაზრისთვის შექმნა.

 

2007 წლის Fiat 500


ეს მოდელი კომპანიამ 2006 წლის მაისში დააანონსა. სრულიად ახალმა, ოთხადგილიანმა, სამკარიანმა ჰეტჩბეკმა დღის სინათლე 2007 წლის მარტში იხილა, Fiat 500-ის 50-ე წლისთავზე. მისი დიზაინი ეფუძნება 2004 წლის Fiat Trepiùno-ს კონცეპტს.

 


ახალი მოდელი რეტრო-სტილშია გადაწყვეტილი, მიჰყვება Volkswagen New Beetle-ისა და BMW MINI-ს ტენდენციებს. ამავე დროს, ერთგვარად წარმოადგენს 1957 წელს დანტე ჯიაკოსას მიერ შექმნილი დიზაინის ხელახლა გაცოცხლებას.

 


მასობრივი წარმოება 2007 წლის შუა პერიოდში დაიწყო, პოლონეთის ქალაქ ტიჩიში მდებარე Fiat-ის საწარმოში, მოგვიანებით კი წარმოება მექსიკაში, ტოლუკის შტატში არსებულ ქარხანაშიც დაიწყო. იწარმოება მრავალი სხვადასხვა მახასიათებლის მქონე ვერსია, რომლებსაც 2009 წლიდან კაბრიოლეტი მოდელიც მიემატა.


აღსანიშნავია, რომ Fiat 500-ის საავტომობილო პლატფორმას ეფუძნება მეორე თაობის Ford Ka.

 

 

© 2015 Sun Petroleum Georgia