Volkswagen Beetle-ის წარმოება დასრულდა - ბოლო მანქანამ მექსიკის ქარხანა დატოვა

უკანასკნელმა Volkswagen Beetle-მა მექსიკაში მდებარე ქარხანა დატოვა.


ამით დასრულდა Beetle-ის ერა, რომელმაც სასიცოცხლო როლი შეასრულა Volkswagen-ის, როგორც ამჟამინდელი ბრენდის ჩამოყალიბებაში. მესამე თაობის მოდელი არც ისე პოპულარული გამოდგა. საერთო ჯამში, Volkswagen-მა აშშ-ში ხუთი მილიონი ერთეული Beetle გაყიდა. საერთო ჯამში, Beetle-ის გლობალური გაყიდვების ოდენობა 21,5 მილიონია.

 


გაყიდვების დიდი წილი პირველ თაობაზე მოდის; ასევე ჰიტი გახდა 1998 წელს გამოსული მეორე თაობის მოდელი — New Beetle. მესამე და საბოლოო Beetle 2011 წელს გამოვიდა და მას შემდეგ, სულ 500 000 ერთეული აიწყო.


Volkswagen Group-ის ამერიკის განყოფილების აღმასრულებელი დირექტორი სკოტ კეოგი განცხადებაში აღნიშნავს, რომ Volkswagen-ის ისტორია Beetle-ის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია.


„მიუხედავად იმისა, რომ მისი აღსასრულის დღე დადგა, სამუდამოდ დარჩება ის როლი, რაც მან ჩვენი ბრენდის ევოლუციაში ითამაშა“.

 


საბოლოო Beetle ცისფერი კუპეა, რომელიც მექსიკის პუებლას შტატში, Volkswagen-ის მუზეუმში გამოიფინება. კომპანიამ ასევე ააწყო ორი Kings Red Beetles-ი, რომელიც ბოლოს ამერიკის კონტინენტისთვის იწარმოებოდა.


მიუხედავად იმისა, რომ Beetle-ის წარმოება დასრულდა, Volkswagen-ის პუებლას ქარხანა მუშაობას გააგრძელებს, რადგან სწორედ იქ არის დაგეგმილი ჩრდილოეთ ამერიკისთვის განკუთვნილი ახალი კროსოვერის წარმოება. მოდელს სავარაუდოდ Tarek-ი ერქმევა.

© 2015 Sun Petroleum Georgia