ჯერემი კლარკსონის აზრით, ფორმულა ერთი აუცილებლად უნდა შეიცვალოს

ფორმულა ერთი ამჟამად ნამდვილად საინტერესო პოზიციაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ Liberty Media აქტიურად ცდილობს მაყურებელი აუდიტორიის გაზრდას, ბევრმა გულშემატკივარმა ამ სპორტისადმი ინტერესი დაკარგა. მათ შორის არის ჯერემი კლარკსონიც.

 


ვიდეოში, რომელიც YouTube-ის არხ Drive Tribe-ზე დაიდო, ბრიტანელი ჟურნალისტი და The Grand Tour-ის წამყვანი საუბრობს, რა არის მისი აზრით არასწორი თანამედროვე F1-ში. კლარკსონი იქვე ასახელებს რამდენიმე გამოსავალს, რომლებიც მისი აზრით, ამ რბოლის მიმართ საზოგადოებაში ინტერესს კვლავ გააღვივებს.

 


კლარკსონს მიაჩნია, რომ მრბოლელები უნდა წახალისდნენ, რათა მანქანა უფრო სახიფათოდ მართონ. მისი აზრით, რბოლის მონაწილეებს ჩემპიონის ტიტული უნდა მიენიჭოთ სწორედ სახიფათო მართვიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ალბათ არასოდეს მოხდება, კლარკსონი ფიქრობს, რომ ფორმულა ერთის მანქანები ისე უნდა აიწყოს, რომ უფრო მეტად გაუძლონ ცუდ მოპყრობას.

 


არანაკლებ პირდაპირია ჟურნალისტიც. მისი აზრით, საჭიროა, რომ FIA-მ, F1-ის მმართველმა ორგანომ მოახდინოს სპოტის რადიკალიზება.

© 2015 Sun Petroleum Georgia