კომფორტულ სახლად ქცეული სატვირთო Ford F-750

კემპერების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია სრულამძრავიან სატვირთო ავტომობილ Ford F-750-ის ბაზაზე შექმნილი საცხოვრებელი სახლი XV-HD-ი წარმოადგინა, უგზოობაზე გადაადგილებისთვის გამიზნული კემპერი უკანა ჰიდროსაკიდით და მზის ელემენტებზე მომუშავე დამოუკიდებელი ენერგოსისტემით აღჭურვეს. უცნაური ჰიბრიდის ღირებულება 1,5 მლნ აშშ დოლარია.

 

 

საცხოვრებელი მოდული F-750-ის ძარაზე მონტაჟდება. შიგნით სრულფასოვანი საყოფაცხოვრებო ზონაა მოწყობილი, რომელიც სამზარეულოს, აბაზანას, საშხაპეს, სარეცხ მანქანას, საშრობს, საძინებელ და საყოფაცხოვრებო ზონებს მოიცავს. შიგნიდან სალონი  ნატურალური ტყავით და ხით არის მოპირკეთებული.

 

მაღალი გამავლობის „ფორდის“ ბაზაზე შექმნილი მოძრავი სახლის სიგრძე 10,6 მ-ს, სიმაღლე კი 4,1 მ-ს შეადგენს. კაპოტის ქვეშ 6,7 ლიტრი მოცულობის რვაცილინდრიანი ძრავა იმალება, რომელიც 355 ცხ.ძალა სიმძლავრეს გამიუმუშავებს. ბორბლებს მრბუნავ მომენტს ექვსსაფეხურიანი სიჩქარის ავტომატური კოლოფი გადასცემს. კემპერიას აღჭურვილობის შემანდგენლობაში 435 ლიტრიანი საწვავის ავზი, სასმელი წყლის 945 ლიტრიანი ავზი, 20 ილოვატ-საათიანი აკუმულატორები და 2100 ვატიანი მზის პანელები შედის.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia