ავტომწარმოებლები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ავტომობილების ნაცვლად ტანკებს უშვებდნენ

მსოფლიო ავტომრეწველობის ისტორიაში ერთი მეტად საინტერესო თარიღი არსებობს - 1945 წლის 24 აგვისტო. სწორედ ამ დღეს, აშშ-ში ფირმა Cadillac-ის ქარხანა უკანასკნელმა ტანკმა M24 Chaffee-ი დატოვა. მომდევნო დღეს აშშ-ს ავტომრეწველობა სრული შემადგენლობით სამოქალაქო ავტომობილების წარმოებას დაუბრუნდა.

 

მეორე მსოფლიო ომის დროს, მრეწველობის სამოქალაქო სექტორი სამხედრო პროდუქციის წარმოებაში აქტიურად იყო ჩართული. მშვიდობიანობის დროს მსუბუქი ავტომობილების წარმოებით დაკავებული კომპანიები, ომიანობის ჟამს ტანკების, ჯავშანტრანსპორტიორების და საარტილერიო დანადგარების გამოშვებაზე გადაერთვნენ.

 

ჩეხური Skoda Works

 

 

გერმნული ოკუპაციის პერიოსში თითქმის სრული შემადგენლობით ჩეხეთის ინდუსტრია სამხედრო წარმოებაზე გადაერთო. ჩეხური ქარხნები ვერმახტს შაშხანებით, სამხედრო მანქანებით და ტანკებით ამარაგებდნენ. ჩეხეთში წარმოებული ჯავშანტექნიკის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი - თვითმავალი საარტილერიო დანადგარი Jagdpanzer 38 Hetzer-ია. ის კომპაქტური ზომებით, მობილურობით, კარგი შეჯავშნით და 75 მმ-იანი ქვემეხით წარმოდგენილი ძლიერი შეიარაღებით გამოირჩეოდა. ომის წლებში ჩეხურმა ქარხნებმა 3 145 ერთეული Hetzer-ი დაამზადეს.

 

გერმანული Daimler-Benz

 

 

მეორე მსოფლო ომის დროს ტანკებს გერმანული Daimler-Benz-იც უშვებდა. 1942 წელს საბჭოური ტანკების საპირწონედ, გერმანიაში ახალი ტანკის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც საკუთარი პროექტები ფირმებმა MAN და Daimler-Benz წარმოადგინეს. ამ უკანასკნელის ნიმუში ბევრი ტექნიკური სიახლით გამოირჩეოდა. Daimler-Benz-ი პირველი იყო გერმანიაში, რომელიც ტანკებზე დიზელის ძრავას გამოყენების წინადადებით გამოვიდა.

 

ინოვაციურობის მიუხედავად, კონკურსის ფინალისტად MAN-ის პროექტი დასახელდა. თუმცა ახალი ტანკის სახელად Panther-ი სერიული წარმოების მოწყობა Daimler-Benz-ის ქარხნებში მოხდა.

 

ამერიკული Cadillac

 

 

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ამერიკელი სამხედროები ტანკებს სკეპტიკურად უყურებდნენ. ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ უნიჭერეს ამერიკელ კონსტრუქტორს ჯონ კრისტის, რომელიც ტანკმშენებლობის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება, იმდროისთვის თანამედროვე ტანკის მოდელის შემუშავებისთვის მხოლოდ მადლობა გადაუხადეს და მისი პროექტი თაროზე შემოდეს.

 

ომის პირველ ეტაპზე, ბრძოლაში ჩართული ამერიკული ტანკები მოწინააღმდეგეს სახეზე ღიმილს გვრიდა. ყველაზე მასიური M3 Stuart-ი სუსტი ჯავშნით და შეიარაღებით, თვითაალებისკენ მიდრეკილი სუსტი ბენზინის ძრავით, დაბალი გამოვლობით და კიდევ უფრო დაბალი საიმედოობით გამოირჩეოდა. ქვეითების მხარდაჭერისთვის გამიზნულ ტანკებს საკუთარი თავის დაცვაც არ შეეძლო.

 

ერთადერთი ადგილი სადაც Cadillac-ის ტანკებმა მეტ-ნაკლები ეფექტურობა გამოავლინეს წყნარი ოკეანის ფრონტი იყო. ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გაცილებით სუსტი იაპონური ტანკები უპირისპირდებოდნენ.

 

ამერიკული Ford

 

 

მეორე მსოფლიო ომის დროს ჯავშანტექნიკის წარმოებით Ford-იც იყო დაკავებული. შედარებით დაბალი საბრძოლო მახასიათებლების მიუხედავად, 1942-1944 წლებში „ფორდმა“ М10 Wolverine-ის ტიპის 6 706 ერთეული საარტილერიო დანადგარი დაამზადა. სუსტი სამანევრო შესაძლებლობების მიუხედავად, „ფორდის“ პირმშო კარგი შეიარაღებით და ჯავშნით გამოირჩეოდა. М10-ს აქტიურად იყენებდნენ ჩრდილო აფრიკაში, ნორმანდიაში მოკავშირეების გადმოსხმისას და იტალიის კამპანიაში.

 

ფრანგული Renault

 

 

კარიერის დასაწყისში, ფრანგული Renault-ი სამოქალაქო ავტომობილებზე მეტ ტანკს უშვებდა. იყო დრო, როდესაც ფირმის ემბლემას შეჯავშნული მანქანა ამშვენებდა. სხვათა შორის პირველი საბჭოური ტანკი მჭექარე სახელით - „თავისუფლებისთვის მებრძოლი ამხანაგი ლენინი“ სწორედ  ფრანგული Renault  FT17-ის ზუსტი ასლი იყო. პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის შუალედში ფრანგები ჯავშანტექნიკაზე აქტიურად  მუშაობდნენ.

 

არასწორი კონცეფციის გამო, ფრანგული ტანკები დაბალი სიჩქარით გამოირჩეოდნენ და მეორე მსოფლიო ომის დაწყების მომენტისთვის Renault R35-ები გერმანულ ტანკებს კონკურენციას ვერ უწევდნენ. ძლიერი შეჯავშნის მიუხედავად, რომელიც გერმანულ ჭურვებს თავისუფლად ისხლეტდა, სუსტი შეიარაღება და შეზღუდული მობილურობა, მის დადემით მხარეებს ჯაბნიდა.

© 2015 Sun Petroleum Georgia