ზამთრის საბურავები - ისტორია და თანამედროვე ტექნოლოგიებით მიღებული უნიკალური მახასიათებლები

ზამთრის დადგომასთან ერთად ყველა ავტომფლობელი ერთი და იგივე დილემის წინაშე დგება. დახარჯოს თუ არა ზემდეტი თანხა და დააყენოს თავის ავტომობილზე ზამთრის საბურავები, თუ ამინდს დააკვირდეს - განსაკუთრებით თუ არ ეციება ზამთრის ბოლომდე როგორმე არსებული საბურავებთაც „გაქაჩავს“.

 

მიჩნეულია, რომ დაბალი ტემპერატურებისთვის გამიზნული პირველი საბურავი 1934 წელს, ფინეთში შექმნს. ახალი სახეობის რეზინა ელასტურობას ყინვის დროსაც ინარჩუნებდა. მტვრიან არქივებში უფრო ძველი ცნობების მოძიებაც შეიძლება. ჯერ კიდევ 1896 წელს ვინმე ერნსტ ბრიუნერმა ყინულზე სამოძრაოდ შემუშავებული ველოსიპედის საბურავებისთვის შესაბამისი პატენტი მიიღო. ინოვაცია საბურავის ზედაპირზე პრიმიტიული სახის პროტექტორის დატანაში მდგომარეობდა.

 

 

მეოთხედი საუკუნის შემდეგ, ამერიკელმა ძმებმა შენონებმა მკაცრი ზამთრის პირობებში გამოყენებისთვის სრულიად ახალი სახის საბურავი შექმნეს. ზედაპირთან უკეთ მოჭდებისთვის საბურავის კონსტრუქციაში სპეციალური ეკლები დანერგეს. ეს ზამთრის საბურავების შექმნის პირველი წარმატებული მცდელობა იყო. თანამედროვე მოდელები შედარებით გვიან - 1960-იან წლებში გამოჩნდნენ.

 

დღეს ზამთრის საბურავების შექმნაზე მთელს მსოფლიოში ასობით ინჟინერი მუშაობს. თუ ფიქრობთ, რომ 300 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი „სუპერქარის“ „უბრალო“ ზაფხულის საბურავის შექმნა ურთულესი ამოცანაა, მაშინ წარმოიდინეთ რამდენი პირობის და ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო, რომ რეზინამ +7/-40 გრადუს ცელსიუსის პირობებში გამართულად იმუშაოს. ალბათ მიხვდით, რომ ამოცანა გეომეტრიულ პროგრესიით რთულდება.

 

 

იმათაც კი ვისაც სკოლაში ქიმიაში 3-იანი ყავდა, მარტივი ექსპერიმენტის გზით შეუძლია დარწმუნდეს თუ რატომ არის საშიში ზამთარში ზაფხულის საბურავებით მოძრაობა. 30-40 წთ-ით ჩვეულებრივი პლასტმასის ჩანგალი საყინულეში მოათავსეთ. დროის გასვლის შემდეგ თქვენ ნახავთ, რომ ოდესღაც შედარებით  რბილი და მოქნილი პლასტმასის ნივთი ხისტი და მსხვრევადი გახდა. ეხლა კი წარმოიდგინეთ რომ რბილი და ელასტიური სპორტული ფეხსაცმლის ნაცვლათ ჰოლანდიურ ხის საბოებში მოგიწიოთ სირბილი. იგივე ემართება საბურავებს დაბალი ტემპერატურისას.

 

 

ყინვამედეგ ზამთრის საბურავებს სპეციალური შემადგენლობის რეზინის ნაზავისგან ამზადებენ. ნატურალური კაუჩუკის და ზეთების გაზრდილი შემცველობა საბურავის ელასტიურობას ზრდის. 30 კმ/სთ-ის სიჩქარისას, ცივ ასფალტზე ზამთრის და ზაფხულის საბურავებს შორის სამუხრუჭე მანძილში სხვაობა 8-10 მ-ს აღწევს.

 

როგორც კი ტემპერატურა -7 გრადუს ცელსიუსის ქვემოთ ჩამოდის, უმჯობესი იქნება თქვენს ავტომობილს „ფეხსაცმელი“ გამოუცვალოდ. უფრო თბილი ამინდის პირობებში ამის გაკეთება არ ღირს - ზამთრის საბურავები ხურდება და უფრო მალე ცვდება. რეზინის შემადგენლობასთან ერთად, ზამთრის საბურავებში დიდ როლს პროტექტორი და მისი ფორმა ასრულებს.

 

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ზამთარში ყინულზე გიწევთ მოძრაობა, გამოსავალი მხოლოდ ერთია - ეკლებიანი, ე.წ. „შიპირებული“ საბურვავები. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ინჟინრები ამ ტიპის საბურავების გაუმჯობესება მუშაობენ. საქმე იმაშია, რომ მეტალის ელემენტების მონტაჟი უფრო მტკიცე და ხისტი რეზინის გამოყენებას საჭიროებს. ეს კი თავისმხრივ რეზინის გზასთან მოჭიდებას ამცირებს. ამიტომაც არის, რომ ჩვეულებრივთან შედარებით ეკლიანი საბურავები მოძრაობისას კომფორტს ამცირებენ  და მანქანის მართვადობას აუარესებენ.

 

თანამედროვე მოდელებში განსხვავებული ფორმის და ზომის ეკლებს იყენებენ. მათი რაოდენობა და ადგილმდებარეობაც გარკვეული კანონზომიერებით არის შერჩეული. ყველაზე უცნაური ვარიანტები ყინულზე რბოლებში განკუთვნილ მოტოციკლეტებზე გვხვდება. მათ საბურავებზე 3 სმ-მდე სიგრძის ეკლებს აყენებენ. წინა თვალზე მათი რაოდენობა 90-ს, უკანაზე კი ზოგიერთ შემთხვევაში 500-ს აღწევს.

 

 

2015 წელს წარმოდგენილი იყო ახალი საბურავის პროტოტიპი, რომელშიც ეკლები რეზინაში იმალებოდა. მათ  ელექტრონიკა მართავდა. გზის საფარის სახეობის და მდგომარეობიდან გამომდინარე კომპიუტერი ან მძღოლი დამოუკიდებლად ღებულობენ „ბრჭყალების გაშლის“ გადაწყვეტლებას.

 

საინტერესო ფაქტები:

 

- გზის საფართან უკეთ მოჭიდებისთვის, ზოგი მწარმოებელი საბურავის დამზადებისას, რეზინის ნარევში კაკლის ნაჭუჭს ამატებს;

- 2011 წელს ცნობილმა პილოტმა იუჰა კანკუნენმა ყინულზე მოძრაობის რეკორდი დაამყარა.  Bentley Continental Super sports-ის საჭესთან მჯდარმა მროლელმა 330,695 კმ/სთ განავითარა;

- აშშ-ს კანონმდებლობით, ზამთრის საბურავების გვერდითა მხარეს მწარმოებელი ვალდებულია დაიტანოს სპეციალური ლოგო, რომელზეც მთის მწვერვალი და ფიფქია გამოსახული;

© 2015 Sun Petroleum Georgia