Nissan-ის ახალი რობოტი, რომელიც ნებისმიერ ადგილას საფეხბურთო მოედანს ხატავს

Nissan-მა წარმოადგინა ახალი ავტომატური რობოტი სახელწოდებით Pitch-R, რომელსაც საფეხბურთო მოედნის დახატვა შეუძლია ნებისმიერ ადგილას, სადაც სივრცე საკმარისია. იაპონურმა ავტომწარმოებელმა სიახლე კიევში, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე წარმოადგინა.



ავტომწარმოებლის  ახალი რობოტი შთაგონებულია მართვის დამხმარე ტექნოლოგია ProPILOT-ით. აღჭურვილია ოთხი კამერის ხედვის სისტემით, GPS ნავიგაციითა და შეჯახების თავიდან აცილების ტექნოლოგიით. ეს კი მას საშუალებას აძლევს დახატოს როგორც მდელო, ზედ თეთრი ხაზებით, ისე გუდრონირებული თუ ქვიშიანი გზატკეცილი.

მრავალჯერადი გამოყენების ბატარეებზე მომუშავე რობოტი დამოუკიდებლად გადაადგილება და რეალურ დროში ახდენს მიმდებარე გარემოს ანალიზს, ასკანირებს შესაფერის ადგილებს, რათა შემდეგ ფეხბურთის მოედანი დახატოს. გარდა ამისა, მას შეუძლია გადაადგილდეს დაბრკოლებებზე და დახატოს უსწორმასწორო ზედაპირზეც.

Nissan-ის განცხადებით, Pitch-R-ს სულ რაღაც 20 წუთი სჭირდება, რათა ფეხბურთის მოედანი დახატოს როგორც 5-კაციანი, ისე 7 და 11-კაციანი გუნდებისთვის.

„UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს საუკეთესო ფებხბურთელები, მაგრამ ყველა ამ ვარსკვლავმა თამაში ზუსტად ისე დაიწყო, როგორც იწყებს ყოველი ბავშვი — მავთულებით გაკეთებული ძელები და ცარცით მონიშნული ხაზები ადგილებში, სადაც მათ ღია სივრცის პოვნა შეუძლიათ საყვარელი თამაშით თავშესაქცევად“, — ნათქვამია Nissan-ის განცხადებაში.

„სწორედ ამ გატაცებამ შთააგონა ჩვენი დიზაინისა და ინჟინერიის ჯგუფი, რათა Pitch-R შეექმნათ. იგი საუკეთესოდ წარმოაჩენს Nissan-ის ინოვაციურ ტექნოლოგიებს“, — აღნიშნავს Nissan-ის ევროპის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი ჯინ-პიერ დიერნასი.

© 2015 Sun Petroleum Georgia