იტალიური ზაფხული გალფში!
June 24, 2019
https://www.gulf.ge/uploads/promo_news/81/en/wide/60343d787ba6c03d8fa58ea639039a06.jpg

გალფი გთავაზობთ საზაფხულო წამახალისებელ გათამაშებას „იტალიური ზაფხული გალფში!“. გათამაშება გაგრძელდება სამი თვით, 24 ივნისიდნ 19 სექტემბრის ჩათვლით და ყოველი თვის ბოლოს გათამაშდება სამი ავტომობილი Fiat 500, ცხრა მოპედი Vespa 150cc და სამი ორკაციანი საგზური იტალიაში.

 

წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია. ყოველი 25 ლარის ნებისმიერი საწვავის შენაძენზე Gulf Club-ის წევრი მიიღებს გათამაშების ერთ ელექტრონულ ბილეთს (ერთ ტრანზაქციაზე არაუმეტეს 4 ბილეთისა).   ასევე შესაძლებელია კლუბის ბარათზე დაგროვილი ქულები გადაცვალოთ გათამაშების ბილეთში, 100 ქულა = 1 ელექტრონულ ბილეთს, რომელიც დოლურაში მოხვდება ყველა სხვა ბილეთთან ერთად.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ არის გალფ კლუბის წევრი, ბარათის მიღება შეუძლია გალფის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე ან გალფის საიტიდან ონლაინ რეჟიმში.

 

მიმდინარე ბილეთების ნახვა და ქულებით ბილეთის შეძენა შეგიძლიათ გათამაშების სპეციალურ ვებგვერდზე www.GulfClub.ge;

 

გამარჯვებულები გამოვლინდებიან ყოველი თვის ბოლოს TV პირველის პირდაპირ ეთერში, 19:30 საათზე. გათამაშების დღეებია: 25 ივლისი, 22 აგვისტო, 19 სექტემბერი. თითოეულ გათამაშებაზე პირდაპირ ეთერში გამოვლინდება 5 გამარჯვებული. პრიზები გათამაშდება შემდეგი რიგითობით: 1. საგზური ორ პერსონაზე ქალაქ რომში; 2. მოპედი Vespa 150cc; 3. მოპედი Vespa 150cc; 4. მოპედი Vespa 150cc; 5. ავტომობილი Fiat 500;

© 2015 Sun Petroleum Georgia