Kia-მ 2020 წლის Mohave წარმოადგინა

საკუთარ სამშობლოში Kia-მ ფარდა ახადა 2020 წლის Mohave-ს. მოდელი, რომელიც 2019 წლის სეულის მოტორშოუზე Mohave Masterpiece Concept-ის სახელით ვიხილეთ, კორეაში სექტემბრიდან გაეშვება.


Mohave Master-ს ოდნავ შერბილებული ექსტერიერის დიზაინი აქვს. ცვლილებები შეეხო ცხაურს, წინა ბამპერსა და სანისლე ფარებს, ისევე როგორც გვერდითა სარკეებს, უკანა გაბარიტულ ფარებსა და უკანა გადასახსნელ ბორტს.

 


ალბათ შენიშნავდით, რომ გარეთ არსადაა Kia-ს ემბლემა. თუმცა, ეს სულაც არაა გასაკვირი, რადგან Kia-ს ლოგო არც მის წინამორბედს ჰქონდა.


ავტომწარმოებელს ჯერჯერობით არ წარმოუდგენია ინტერიერის ფოტოები და ტექნიკური დეტალები, მაგრამ ცნობილია, რომ მანქანას ექნება ოთხივე წამყვანი თვალი და 3.0-ლიტრიანი V6 ძრავა. ეს უკანასკნელი სავარაუდოდ დიზელზე იმუშავებს, ექნება 256 ცხენის ძალა და 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი.

 


ჩრდილოეთ ამერიკაში წინა თაობის Mohave წარმოდგენილი იყო Borrego-ს სახელით. გაყიდვების სიმცირის გამო მისი წარმოება 2009 წელს შეწყდა და ჩაანაცვლეს Sorento-თი. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ ახალ Mohave-ს Kia ჩრდილოეთ ამერიკისთვის კვლავ გამოუშვებს.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია