მონაცემების დასადასტურებლად, შეიყვანეთ თქვენს ტელეფონზე მიღებული SMS კოდი
გალფ კლუბი
დაგროვილი ქულების და ფასდაკლების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეიყვანეთ ბარათის ნომერი:
ავტორიზაცია
Gulf Club-ის სახით კომპანია გალფი თავის მომხმარებელს მომენტალური ფასდაკლებისა და ქულების დაგროვების ბარათს თავაზობს, რომლის მეშვეობითაც ყოველ შეძენილ 1 ლიტრ საწვავზე 10 თეთრიანი ფასდაკლებით სარგებლობაა შესაძლებელი.
ყოველ ოთხშაბათს და კვირას კი გაზრდილი ფასდაკლების დღეებია და მოქმედებს ფიქსირებული -15 თეთრი ფასდკლება ყველასთვის!
გარდა ამისა, Gulf Club-ის მომხმარებელს ქულების დაგროვებასაც თავაზობს - ყოველ შეძენილ 1 ლიტრ საწვავზე 1 ქულა ირიცხება, 20 ლიტრის ან მეტის ჩასხმის შემთხვევაში კი გახუთმაგებული ქულები ირიცხება. დაგროვილი ქულების დახარჯვა შესაძლებელია „გალფ სთორის" მაღაზიათა ქსელში ნებისმიერი პროდუქტის შეძენის დროს.
ბარათის მოხმარების წესი:
- "გალფ ქლაბის" ბარათის გამოყენება შეგიძლიათ გალფის ავტოგასამართი სადგურების ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.
- ერთ პიროვნებაზე გაიცემა მხოლოდ ერთი ბარათი, ბარათის ღირებულებაა 2 ლარი.
- ბარათის მისაღებად თქვენ უნდა შეავსოთ საინფორმაციო ანკეტა და მოაწეროთ ხელი ან შეუკვეთოთ ონლაინ: შეკვეთა.
- დაგროვილი ქულების შესახებ ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ვებგვერდზე www.Gulf.ge, Gulf Club-ის მობაილ აპლიკაციაში, გალფის ავტოგასამართ სადგურზე ან კომპანიის ცხელ ხაზზე *0007.
- გალფ ქლაბით სარგებლობა შეგიძლიათ მხოლოდ ნაღდი ან საბანკო ბარათით ანგარიშსწორების დროს.
- მხოლოდ "გალფ ქლაბის" ბარათის მფლობელს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა გალფის ყველა მარკეტინგულ აქციაში.
- ნებისმიერი დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე *0007.
- ბარათის მოქმედების ვადაა 3 წელი. ვადის გასვლის შემთხვევაში უნდა მოხდეს ბარათის აღდგენა.
გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ყოველ, უწყვეტ ექვსთვიან პერიოდში, საწვავი მინიმუმ ერთხელ მაინც არ იქნება შესყიდული გალფ კლუბის ბარათით [არააქტიური ბარათი], ავტომატურად, ფასდაკლების სტატუსი დაუბრუნდება საწყის ნიშნულს, ხოლო დაგორვებული ყველა ქულა განულდება.
ქულების გახარჯვის წესი:
- დაგროვილი ქულების გახარჯვა შეგიძლიათ "გალფ სთორის" მაღაზიათა ქსელში ნებისმიერი პროდუქტის შესაძენად და ასევე სერვისების გადასახდელად ვებგვერდზე www.gulf.ge.
- ქულების გასანაღდებლად თქვენ უნდა მიბრძანდეთ "გალფ სთორში" და წარადგინოთ "გალფ კლუბის" ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- Gulf Club-ის ბარათზე დაგროვილი ქულების განაღდება შეუძლია მხოლოდ კონკრეტული ბარათის მფლობელს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
- 1 დაგროვილი ქულა = 1 თეთრს (Gulf Store-ში ანგარიშწორების შემთხვევაში).
- 100 ქულა = 50 თეთრს (ვებგვერდიდან გადასახადების გადახდის შემთხვევაში)