გალფ კლუბი

Gulf Club-ის სახით კომპანია გალფი თავის მომხმარებელს მომენტალური ფასდაკლებისა და ქულების დაგროვების ბარათს თავაზობს, რომლის მეშვეობითაც ყოველ შეძენილ 1 ლიტრ საწვავზე 10 თეთრიანი ფასდაკლებით სარგებლობაა შესაძლებელი. 

ყოველ ოთხშაბათს და კვირას კი გაზრდილი ფასდაკლების დღეებია და მოქმედებს ფიქსირებული -15 თეთრი  ფასდკლება ყველასთვის!


გარდა ამისა, Gulf Club-ის მომხმარებელს ქულების დაგროვებასაც თავაზობს - ყოველ შეძენილ 1 ლიტრ საწვავზე 1 ქულა ირიცხება, 20 ლიტრის ან მეტის ჩასხმის შემთხვევაში კი გახუთმაგებული ქულები ირიცხება. დაგროვილი ქულების დახარჯვა შესაძლებელია „გალფ სთორის" მაღაზიათა ქსელში ნებისმიერი პროდუქტის შეძენის დროს.


ბარათის მოხმარების წესი:

  • "გალფ ქლაბის" ბარათის გამოყენება შეგიძლიათ გალფის ავტოგასამართი სადგურების ქსელში მთელი საქართველოს  მასშტაბით.
  • ერთ პიროვნებაზე გაიცემა მხოლოდ ერთი ბარათი, ბარათის ღირებულებაა 2 ლარი.
  • ბარათის მისაღებად თქვენ უნდა შეავსოთ საინფორმაციო ანკეტა და მოაწეროთ ხელი ან შეუკვეთოთ ონლაინ: შეკვეთა.
  • დაგროვილი ქულების შესახებ ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ვებგვერდზე www.Gulf.ge, Gulf Club-ის მობაილ აპლიკაციაში, გალფის ავტოგასამართ სადგურზე ან კომპანიის ცხელ ხაზზე *0007.
  • გალფ ქლაბით სარგებლობა შეგიძლიათ მხოლოდ ნაღდი ან საბანკო ბარათით ანგარიშსწორების დროს.
  • მხოლოდ "გალფ ქლაბის" ბარათის მფლობელს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა გალფის ყველა მარკეტინგულ აქციაში.
  • ნებისმიერი დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე *0007.
  • ბარათის მოქმედების ვადაა 3 წელი. ვადის გასვლის დროს ბარათზე დაგროვილი ქულები ნულდება. ვადის გასვლის შემთხვევაში უნდა მოხდეს ბარათის აღდგენა.

გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ყოველ, უწყვეტ ექვსთვიან პერიოდში, საწვავი მინიმუმ ერთხელ მაინც არ იქნება შესყიდული გალფ კლუბის ბარათით [არააქტიური ბარათი], ავტომატურად, ფასდაკლების სტატუსი დაუბრუნდება საწყის ნიშნულს, ხოლო დაგორვებული ყველა ქულა განულდება.



ქულების გახარჯვის წესი:

  • დაგროვილი ქულების გახარჯვა შეგიძლიათ "გალფ სთორის" მაღაზიათა ქსელში ნებისმიერი პროდუქტის შესაძენად და ასევე სერვისების გადასახდელად ვებგვერდზე www.gulf.ge.
  • ქულების გასანაღდებლად თქვენ უნდა მიბრძანდეთ "გალფ სთორში" და წარადგინოთ "გალფ კლუბის" ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • Gulf Club-ის ბარათზე დაგროვილი ქულების განაღდება შეუძლია მხოლოდ კონკრეტული ბარათის მფლობელს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
  • 1 დაგროვილი ქულა = 1 თეთრს (Gulf Store-ში ანგარიშწორების შემთხვევაში).
  • 100 ქულა = 50 თეთრს (ვებგვერდიდან გადასახადების გადახდის შემთხვევაში)

© სან პეტროლიუმ ჯორჯია