ეთამაშე ზაზას სთრითბოლი - მიიღე წლის გამოწვევა გალფისგან!
#PlaywithZaza
გამოიყენე შანსი და ეთამაშე NBA-ის ორგზის ჩემპიონს! ჩააგდე ბურთი კალათში რაც შეიძლება ორიგინალურად, გადაიღე ვიდეო და გადმოგვიგზავნე. 10 საუკეთესო ვიდეორგოლის ავტორი აგვისტოში ზაზას სთრითბოლს ეთამაშება! ვიდეორგოლები განთავსდება გალფის Facebook-ის გვერდზე. ხუთი გამარჯვებული გამოვლინდება ვიდეორგოლზე მოწონებების (Likes) მიხედვით, ხოლო დანარჩენ ხუთ საუკეთესოს თავად ზაზა ფაჩულია შეარჩევს. იყავი კრეატიული, გაგვაოცე და მიიღე წლის გამოწვევა ზაზასგან! გარდა ფინალური თამაშისა ზაზასთან, თითოეული გამარჯვებული სახსოვრად მიიღებს კალათბურთის ბურთსა და მაისურს ზაზას ხელმოწერით, ასევე 200-200 ლიტრ ნებისმიერი ტიპის საწვავს გალფისგან. ვიდეორგოლების მიღება და ხმის მიცემა გაგრძელდება 15 ივნისიდან - 30 ივნისამდე.
წესები:
- აუცილებელი პირობაა, ნასროლი ბურთი ჩავარდეს კალათში.
- ბურთის სროლის შემდეგ ან სროლამდე მონაწილემ უნდა წარმოსთქვას ზაზას საფირმო ფრაზა: "Nothing Easy!!!".
- ვიდეორგოლი გადმოგზავნილი უნდა იყოს mp4, 3gp ან mov ფორმატში.
- ვიდეორგოლის მოწოდება უნდა მოხდეს ნებისმიერი ფაილ-ტრანსფერ პლატფორმის მეშვებით ელ-ფოსტის მისამართზე: playwithzaza@gulf-ge.com. ასევე შეგიძლიათ ატვირთოთ Youtube-ზე და ვიდეოს ბმული მოგვაწოდოთ ელ-ფოსტის მისამართზე: playwithzaza@gulf-ge.com. (ფაილების ტრანსფერისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ პლატფორმა Wetransfer).
- კონკურსანტი რომელიც გადმოგვიგზავნის საკონკურსო ვიდეორგოლს, აუცილებელია ელ ფოსტაზე (playwithzaza@gulf-ge.com) მოგვწეროს პირადი ინფორმაცია: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მობილურის ნომერი, Facebook პროფილის ბმული და გამოგზავნილი ვიდეორგოლის ფაილის დასახელება.
- პროექტს ეყოლება 10 გამარჯვებული. ხუთი მათგანი გამოვლინდება ვიდეორგოლზე მოწონებების (Likes) მიხედვით, ხოლო ხუთ გამარჯვებულს შეარჩევს ზაზა ფაჩულია. შეირჩევა მაქსიმალურად ორიგინალური, რთული ნასროლები.
- ვიდეორგოლები განთავსდება გალფის Facebook გვერდზე.
- პროექტის ორგანიზატორი კომაპნია იტოვებს უფლებას არ განათავსოს Facebook-გვერდზე ვიდეორგოლები რომელსაც ექნება დაბალი ხარისხი (გარჩევადობა) ან არ გამოირჩევა ბურთის კალათში ჩაგდების სირთულით.
- დაუშვებელია დამონტაჟებული ფაილის გადმოგზავნა, მსგავსი ვიდეორგოლი არ განთავსდება საკონკურსო რგოლებში.
- კონკურსის ორგანიზატორი კომპანია იტოვებს უფლებას, შეაფასოს და არ განათავსოს ვიდეორგოლი საკონკურსო ნამუშევრებში თუ ის არღვევს ზემოთ მოყვანილ პირობებს, არის უხარისხო, არ შეესაბამება საკონკურსო ფორმატს, არაეთიკურია და ა.შ.
- კონკურსის ათივე გამარჯვებული ზაზასთან ერთად ითამაშებს სთრითბოლს. თითოეული მათგანი ასევე მიიღებს საჩუქრად კალათბურთის ბურთს ზაზას ხელმოწერით. ასევე ნავთობკომპანია გალფისგან თითოეული მათგანი დასაჩუქრდება 200-200 ლიტრი საწვავით.