გალფში წლის მთავარი საქველმოქმედო კამპანია დაიწყო
15 აპრილი 2019
https://www.gulf.ge/uploads/promo_news/80/ge/wide/4e940f1b8c615949bfc4dc0e845651bf.jpg

კომპანია გალფი წინასააღდგომოდ კვლავ მასშტაბურ საქველმოქმედო კამპანიას იწყებს. მთელს ქსელში Gulf Club-ის წევრების მიერ შეძენილი თითოეული ლიტრი საწვავიდან 3 თეთრი „სოლიდარობის ფონდში“ გადაირიცხება. თანხა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მოხმარდება.

 

კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, საწვავის შეძენის დროს, გამოიყენოთ Gulf Club-ის ბარათი. მათ კი, ვინც ჯერ კლუბის წევრი არ არის, შეუძლიათ ბარათი „ონლაინ” შეუკვეთონ.

 

კამპანიის ფარგლებში თანხის დონაციის პროცესისთვის თვალ-ყურის დევნება ლაივ რეჟიმში, სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზეა შესაძლებელი: www.gavertiandet.ge. გარდა ამისა, თითოეული მომხმარებელი საწვავის შეძენის დროს SMS-ის სახით მიიღებს ინფორმაციას თუ რამდენი ლარი გადაირიცხა კონკრეტულად მისგან და ასევე ნახავს ჯამურად რა თანხაა შეგროვებული.

 

კამპანია გალფის ქსელში 15 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

 

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 1 ივნისიდან დღემდე, „სოლიდარობის ფონდმა”, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ (გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, ავსტრიის, იტალიის, საფრანგეთისა და აშშ-ის კლინიკები), სიმსივნით დაავადებული 500-ზე მეტი ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსება დაამტკიცა.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია