ყველაფერი რაც ახალი Audi A7 Sportback-ის შესახებ უნდა ვიცოდეთ

კომპანია Audi-მ ახალი მოდელი Audi A7 Sportback ოფიციალურად წარმოადგინა. ფორმალურად ეს ავტმობილი საფლაგმანო A8-ზე ერთი საფეხურით დაბლა დგას. თუმცა ორივე მოდელს ბევრი საერთო აქვს.

 

დიზაინერული გადაწყვეტილებით ახალი A7 Sportback-ი A8-ს დაამსგავსეს. მაგრამ ვიზუალი სვაობის დანახვა მაინც შეიძლება - რადიატორის შედარებით ფართო ტრაპეცისებრი ცხაური, წინა ფარების განსაკუთრებული ფორმა და საბარგულის სახურავზე დატანებული შუქდიოდური ზოლი. საგულისხმოა, რომ ექსტერიერის კუთხით გამორჩეულ A7 Sportback-ს დიზაინერებმა A7-ის წინა მოდელის ნაკვთები შეუნარჩუნეს. ავტომობილს სახურავის ანალოგიური ფორმა, უკანა ნაწილისკენ შვიწროებული ძარა, მდოვრე გადასვლები და გრძელი კაპოტი აქვს.

 

 

გაბარიტებების თვალსაზრისით ახალმა მოდელმა ყოვლად უმნიშვნელო ცვილებები განიცადა. სიგრძეში და სიგანეში ის შესაბამისად 5 და 3 მმ-ით დამოკლდა. ბორბლების ბაზა კი პირიქით - 12 სმ-ით გაიზარდა.

 

A7 Sportback-ს საფუძვლად MLB Evo-ის ტიპის შასი დაედო, წინა ორბერკეტიანი და უკანა ხუთბერკეტიანი დაკიდების სისტემით. თავად დაკიდების სისტემა 4 სხვადასხვა ვარიანტშია წარმოდგენილი: სტანდარტული ფოლადის ზამბარებით, სპორტული 10 მმ-ით შემცირებული კლირენსით, პნევმატური ძარას ავტომატური გასწორების ფუნქციით და პნევმატური ადაპტირებული ამორტიზატორებით.

 

ავტომობილს მთლიანმართვადი შასი აქვს. დაბალ სიჩქარეებზე უკანა და წინა ბორბლები საპირისპირო მხარეს ტრიალდებიან. ამ ტექნიკურმა გადაწყვეტილებამ მოხვევის დიამეტრი 1,1 მ-ით შემაცირა. იმ შემთხვევაში თუ სიჩქარე 60 კმ/სთ-ს აღემატება, წინა და უკანა ბორბლების მოტრიალების მხარე ერთნაირია.

 

 

ოფიციალურად ახალი Audi A7 Sportback-სთვის მხოლოდ ერთი ტიპის ძრავაა წარმოდგენილი. ეს 3 ლიტრი მოცულობის ბენზინის V6 TFSI-ია, რომელიც 340 ცხ.ძალა სიმძლავრეს გამოიმუშავებს. ძრავა quattro ultra ტრანსმისიის ბაზაზე შემუშავებულ S tronic-ის ტიპის 7 საფეხურიან ავტომატურ კოლოფთანაა შერწყმული. მოცემული ტანდემი ავტომობილს 100 კმ/სთ-ს 5,3 წმ-ში ანვითარებინებს.

 

ავტომობილი სტარტ-სტოპის ჭკვიანი სისტემით იქნება აჭურვილი, რომელიც თქვენს წინ მდგარი ავტომობილის დაძვრის შემთხვევაში ძრავას ავტომატურად აამუშავებს.

 

დინამიურ შესაძლებლობეთან ერთად, Aud-მ დიდი ყურადღება ახალი მოდელის სალონს დაუთმო. ორი სენსორული დისპლეი -  ქვედა, სალონში არსებულ კლიმატზე და ავტომობილის პარამეტრებზეა პასუხისმგებელი, ზედა კი - მულტიმედიურ სისტემას მართავს. უშუალოდ მძღოლის წინ 12,3 დუიმიანი ეკრანია განთავსებული. A8-ის მსგავსად, ავტომობილი ხმოვან ბრძანებებს ემორჩილება.

 

 

A7 Sportback-ი ძალიან „ჭკვიანი“ ავტოპილოტით გამოირჩევა. თქვენს სმარტფონში დაყენებული პროგრამით, ავტომობილი დამოუკიდებლად გამოვა ავტოფარეხიდან. ავტობანებზე მოძრაობისას კრუიზ-კონსტროლის გამართულ მუშაობას 5 რადარი, ამდენივე კამერა, 12 ულტაბგერითი დეტექტორი და ლაზერული სკანერი უზუნველყოფს.

 

ევროპაში A7 Sportback-ის გაყიდვა 2018 წლის თებერვლიდან დაიწყება. საბაზო კომპლექტაციაში ავტომობილი 67 800 ევრო ეღირება.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia