Kia Ceed-ის, Sportage-ის და Sorento-ს plug-in ჰიბრიდულ ვერსიებს გამოუშვებს

CO2-ის გამოყოფის რეგულაციების კვალდაკვალ, Kia-მ plug-in ჰიბრიდი მოდელების რაოდენობის გაზრდა გადაწყვიტა.

 

პორტალ Autocar-ის ცნობით, მომავალ წელს, სამხრეთკორეული ავტომწარმოებელი Ceed-ის ბოლო თაობის plug-in ჰიბრიდ ვარიანტს წარმოადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილს ექნება 1.6-ლიტრიანი 139 ცხენის ძალის სიმძლავრის ბენზინის ძრავი, რომელსაც დაეხმარება 59 კილოვატიანი ელექტროძრავი და 8,4 კილოვატიანი ბატარეები.

 

 

Kia Europe-ის მარკეტინგის მენეჯერის, არტურ მარტინსის ცნობით, plug-in ჰიბრიდული სისტემა თავდაპირველად Ceed Sportswagon-ში იქნება წარმოდგენილი, შემდეგ კი Ceed-ის სხვა მოდელებში, მაგალითად ჰეტჩბეკებში.

მარტინსის განცხადებით, plug-in ჰიბრიდული სისტემის დანერგვას Kia სამომავლოდ Sportage და Sorento მოდელებშიც გეგმავს.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია