ბრენდის ისტორია

"Your Local Global Brand" - მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება მთელ მსოფლიოში, ამგვარად პოზიციონირებს "გალფი" გლობალურ ბაზარზე.

 

Gulf Oil-ი 1901 წელს დაარსდა მელონების ოჯახის მიერ ტექსასის შტატში ნავთობის საბადოს აღმოჩენის დროს. "გალფმა" გამორჩეული ნარინჯისფერი ლოგოთი განავითარა სავაჭრო ნიშნის მქონე პროდუქციიის გაყიდვის იდეა, რაც კონტეინერებიდან და ტუმბოებიდან საწვავის რეალიზაციას გულისხმობდა.

 

დღეს "გალფის" ბრენდი ოფიციალური დისტრიბუტორების ქსელის მეშვეობით უკვე 100-ზე მეტ ქვეყანაშია ცნობილი, რომელიც მდებარეობს აზიაში, ევროპაში, ჩრდილოეთსა და სამხრეთ ამერიკაში.

 

1984 წელს კომპანია „შევრონის" საკუთრებაში გადავიდა, რამაც ბრენდის ზრდასა და განვითარებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. "გალფი" წარმოადგენდა მძლავრ ნავთობკომპანიას, რომელიც აწარმოებდა ისეთ ოპერაციებს, როგორიცაა ნავთობის მოპოვება, გადამუშავება, ტრანსპორტირება და ვაჭრობა. „გალფის" ერთ-ერთ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს 1911 წელს პირველი "Drive In" ავტოგასამართი სადგურის შექმნა. "გალფის" სხვა ინოვაციებს შორის აღსანიშნავია უფასო საგზაო რუქების შემუშავება, წყალზედა საბურღი სამუშაოების წარმოება და კატალიტიკური კრეკინგ-რაფინირების ქარხნების დაფუძნება.

 

"გალფ ოილ ინტერნეიშენალში" (GOI) დასაქმებულია მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგები, რომლებიც უზრუნველყოფენ უმაღლესი ხარისხის საწვავისა და საპოხი მასალების წარმოებასა და რეალიზაციას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.

 

"გალფი" კვლავაც განაგრძობს ზრდასა და განვითარებას. დაგროვილი გამოცდილებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ერთობლიობა „გალფს" აძლევს უპირატესობას, დაიკავოს ლიდერი პოზიცია მსოფლიო ბაზარზე, რათა უზრუნველყოს დინამიური ბრენდის შემდგომი განმტკიცება.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია