Suzuki და Mitsubishi ევროპაში დიზელის მოდელების გაყიდვას წყვეტენ

Suzuki და Mitsubishi ევროპაში დიზელის ავტომობილების გაყიდვების შეჩერებას გეგმავენ.

 

პორტალ Nikkei Asian Review-ის ცნობით, Suzuki დიზელის ყველა მოდელის გაყიდვას ევროპაში წლის ბოლოსთვის შეწყვეტს. ამავე დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში დიზელის ავტომობილების გაყიდვებს აჩერებს Mitsubishi-ც. მსგავს ქმედებას კომპანია ევროპის სხვა ქვეყნებშიც აპირებს.

 

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დასაწყისში, Suzuki-მ უნგრეთში მდებარე თავის ქარხანაში დიზელის მანქანების წარმოება შეწყვიტა.

 

 

დიზელის მოდელებთან მიმართებაში მსგავს ნაბიჯებს დგამს Mitsubishi-ც, რომელმაც ასეთი ავტომობილების გაყიდვები უკვე შეაჩერა გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში.

 

თუმცა, Suzuki-სგან განსხვავებით, Mitsubishi დიზელის მოდელებზე უარს ბოლომდე ვერ ამბობს.

 

ავტომწარმოებელი კვლავ განაგრძობს დიზელის სატვირთოების გაყიდვას. 2018 წლის მარტში, ევროპაში Mitsubishi-ს წლიური გაყიდვების 30 პროცენტი დიზელის მოდელებზე მოდიოდა.

 

2040 წლისთვის, ევროპის ქვეყნების უმეტესობა დიზელისა და ბენზინის ავტომობილების გაყიდვებს სრულად აკრძალავს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ Mazda ერთადერთ იაპონურ ავტომწარმოებლად რჩება, რომელიც ევროპაში დიზელის მოდელების გაყიდვას კვლავ აქტიურად განაგრძობს.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია