ავტოპილოტი ავტომობილების უსაფრთხოების განსაზღვრა რთულია - ახალი კვლევა

ავტოპილოტი ავტომობილების ზოგადი უსაფრთხოების დადგენა ადვილი საქმე არ არის. თუმცა, ავტომწარმოებლები აქტიურად მუშაობენ, რათა მინიმუმამდე შეამცირონ საკუთარი უპილოტო სისტემების ავტოსაგზაო შემთხვევებში მოყოლის შანსები.

 

ორგანიზაცია Rand Corp.-ის მიერ ჩატარებულ ახალ კვლევაში აღნიშნულია, რომ ავტოპილოტ ავტომობილებში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ უსაფრთხოებაა, რადგან მრავალი ავტომწარმოებელი უკვე გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ მათი უპილოტო მანქანები ქუჩებში ვიხილოთ.

 

 

„უპილოტო ავტომობილთა სეგმენტში უსაფრთხოების სტანდარტული განმარტება არ არსებობს. საზოგადოების ინტერესი ამ სახის ავტომანქანათა უსაფრთხოებისადმი გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვეულებრივი ავტომობილების შემთხვევაში. თუმცა, ასეთი ტიპის თითოეული მანქანის შესახებ შეგროვებულ მონაცემებში შეინიშნება გარკვეული შეზღუდვები“, — აღნიშნულია Rand Corp.-ის კვლევაში, რომელიც Uber-მა დააფინანსა.

 

კვლევაში მოცემულია გარკვეული რეკომენდაციებიც. მაგალითად, როგორ უნდა ფოკუსირდნენ რეგულატორები და საზოგადოება ხალხის უსაფრთხოებაზე და არა განვითარების პროგრესზე.

 

„ავტოპილოტი სისტემების უსაფრთხოებისა და კომუნიკაციების საზომებთან დაკავშირებით, საჭიროა ბევრი კვლევა. განსაკუთრებით ისეთ გარემოში, სადაც სისტემა ხშირი განახლებების კვალდაკვალ ვითარდება. „ავტოპილოტი სისტემების უსაფრთხოების საზომი უნდა ასახავდეს ბალანსს ამჟამინდელი სისტემების უსაფრთხოების დონესა და უსაფრთხოების უახლეს სტანდარტებს შორის“, — წერია კვლევაში.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია