BMW-მ და Mercedes-მა შესაძლოა, შემდეგი თაობის 1-სერია და A-კლასი ერთობლივად გამოუშვან

გერმანულმა საავტომობილო გიგანტებმა, BMW-მ და Mercedes-Benz-მა, დიდი ალიანსის ფარგლებში შესაძლოა, ერთობლივად შექმნან შემდეგი თაობის C-სეგმენტის მოდელები, 1-სერია და A-კლასი. არ არის გამორიცხული, მათ შორის იყოს ავტოპილოტი მანქანის ტეწნოლოგიებიც.

 

გერმანული გაზეთის, Handelsblatt-ის ცნობით, ავტომწარმოებლებს პირველ რიგში ხარჯების გარკვევა სჭირდებათ, რათა ავტოპილოტ სისტემებში მილიარდები ჩადონ, რათა თავიდან აიცილონ კრახი და არ დამარცხდნენ კონკურენტებთან ან ბაზრის ახალ მოთამაშეებთან.

 

ამ განხილვებში ჩართულ ინსაიდერთა ცნობით, კომპაქტური მანქანების არქიტექტურის ერთმანეთთან გაზიარების შედეგად, BMW და Mercedes-ი ინვესტიციების ხარჯებში მილიარდებს დაზოგავენ. თუმცა, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც კი, პირველი ერთობლივი კომპაქტური მანქანების გამოშვება ალბათ 2025 წლამდე ვერ მოხერხდება.

 

 

გამოცემა Automotive News Europe-ის ცნობით, მთავარი პრობლემა შესაძლოა გახდეს ის ფაქტი, რომ ალიანსის შექმნას წინააღმდეგობა გაუწიონ BMW-სა და Mercedes-ის ინჟინრებმა, რაც ალბათ გაცილებით რთულად გადასაწყვეტი საკითხი გახდეს ზედა მენეჯმენტისთვის.

 

ამ დრომდე, Daimler-ი და BMW ერთობლივად მუშაობდნენ ისეთ პროექტებზე, როგორებიც იყო Nokia-ს რუკების კომპანია Here; პროექტში ჩართული იყო Audi-ც. გარდა ამისა, მათ ასევე გააერთიანეს თავიანთი მოკლევადიანი ქირაობის სერვისები — Car2Go და DriveNew-ი; მიზანი ამ ბაზრის უფრო დიდი მოთამაშეების ჩაძირვა იყო.

 

ჯერჯერობით უცნობია, შექმნის თუ არა ერთობლივად თუ არა ორი უმსხვილესი ავტომწარმოებელი 1-სერიისა და A-კლასის მოდელებს, მაგრამ არ არის გამორიცხული, ამ კომპანიათა უკმაყოფილო ინჟინრებს ბრენდების მილიონობით ფანიც შეუერთდეს, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური და ფინანსური თვალსაზრისით ყველაფერი იდეალურად წარიმართოს.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია