Skoda-ს ახალ პატარა კროსოვერს Kamiq-ი ერქმევა

Skoda-მ თავის მომავალი სუბკომპაქტური SUV-ის სახელი ოფიციალურად გაამჟღავნა. მოდელი მხოლოდ ევროპის ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი და Kamiq-ი ერქმევა.

 

ავტომწარმოებლის განცხადებით, სიტყვა მომდინარეობს კანადაში მცხოვრები ინდიელების, ინუიტის ხალხის ენიდან და აღნიშნავს „რაღაცას, რაც იდეალურად ირგებს მეორე კანის როლს ნებისმიერ სიტუაციაში“. გარდა ამისა, სახელი კარგად ჯდება ბრენდის SUV ავტომობილების სახელდების სქემაშიც. შეგახსენებთ, რომ Karoq-ი და Kodiaq-ი ორივე K-ზე იწყება და Q-ზე მთავრდება.

 

 

ეს სახელი უკვე გამოიყენება კიდევ ერთი SUV-ისთვის, რომელიც მხოლოდ ჩინეთის ბაზრისთვისაა განკუთვნილი. ეს უკანსკნელი Karoq-ზე ოდნავ დიდია, ახალი მოდელი კი ცოტათი პატარა იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ეს გახლავთ Volkswagen T-Cross-ისა და Seat Arona-ს ვერსია, რომელსაც ჩეხური ავტომწარმოებელი გვთავაზობს, რადგან მანქანა დაფუძნებული იქნება იგივე MQB A0 პლატფორმაზე.

 

სავარაუდოდ, ამ ავტომობილში წამყვანი წინა  თვლები იქნება; Kamiq-ი აღჭურვილი იქნება იგივე ძრავით, რაც Arona-სა და T-Cross-ს აქვთ. წარმოდგენილი იქნება სამ-და ოთხ ცილინდრიანი ბენზინისა და სავარაუდოდ, 1.6-ლიტრიანი დიზელის TDI ვერსიები.

 

 

Kamiq-ის მსოფლიო პრემიერა 2019 წლის 5 მარტს, ჟენევის ავტოშოუზე შედგება, გაყიდვები კი ბებერ კონტინენტზე წლის ბოლოს დაიწყება. მისი ფასი გერმანიაში 22 490 ევრო იქნება.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია