გერმანიაში შეუზღუდავი სიჩქარის ავტობანები უქმდება

გერმანიის ხელისუფლება განიხილავს კანონპროექტს ტრანსპორტის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ, რამაც შესაძლოა, ქვეყნის ავტომაგისტრალებზე შეუზღუდავი სიჩქარის მქონე მონაკვეთების აკრძალვა გამოიწვიოს.

 

Reuters-ის ცნობით, კანონპორექტში გათვალისწინებულია სხვა მრავალი დეტალიც, რამაც გერმანია გამონაბოლქვის შესახებ ევროკავშირის სტანდარტებთან უნდა დააახლოვოს.

 

გერმანიაში ტრანსპორტის გამონაბოლქვი 1990 წლიდან არ შემცირებულა. მთავრობა ორ ცეცხლს შუაა — ერთ მხარეს არის ბუნების დაცვა, მეორე მხარეს კი საავტომობილო ინდუსტრიის დაცვის საჭიროება. გარდა ამისა, გამონაბოლქვის შეუმცირებლობის შემთხვევაში, ევროკავშირმა გერმანიას შეიძლება სერიოზული ჯარიმებიც დააკისროს.

 

 

კანონპროექტში შეთავაზებებს შორის არის საგზაო მოძრაობის სიჩქარის შეზღუდვა 130 კმ/სთ-მდე და საწვავზე გადასახადების ზრდა 2023 წლიდან. საუბარია ასევე დიზელის მანქანებზე საგადასახადო შეღავათების გაუქმებასა და ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების კვოტირებაზე. შესაბამისი კომისიის ცნობით, ამ ნაბიჯების შედეგად, სავარაუდოდ სათბური გაზების გამოყოფა სავარაუდოდ განახევრდება.

 

კომისიას კანონპროექტზე მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია; საბოლოო სახეს დოკუმენტი მარტის ბოლოს მიიღებს. ხელისუფლება გეგმავს, რომ იგი კლიმატის ცვლილების შესახებ კანონად აქციოს.

 

კომისია კარგად აცნობიერებს იმასაც, რომ მათი მრავალი შეთავაზება გერმანელი მძღოლებისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილების შეჩერების მიზანი ამ ყველაფერზე მაღლა დგას.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია