შემდეგი თაობის Volkswagen Golf GTI სავარაუდოდ უფრო მძლავრი იქნება, ვიდრე ამჟამინდელი Golf R-ი

მერვე თაობის Golf-ი ბაზარზე სავარაუდოდ ამ გაზაფხულზე ან ზაფხულში გაეშვება, მანამდე კი მის შესახებ გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი.


ეჭვგარეშეა, რომ მოგვიანებით Golf MK8 მიიღებს GTI და R მახასიათებლებს. გამოცემა AutoBild-ის ცნობით, GTI-ს შესაძლოა, 296 ცხენის ძალა ჰქონდეს, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა, რადგან ამჟამინდელ მოდელს 241 ცხენის ძალა აქვს.


გერმანული ვებგვერდი დეტალებს არ ამხელს, მაგრამ დიდი ალბათობით, მომდევნო GTI შეინარჩუნებს წინა წამყვანი თვლების სისტემას, R-ი კი კვლავ ოთხივე წამყვანი თვლით იქნება.


გავრცელებული ინფორმაციით, ახალი Golf GTI 2020 წელს გამოჩნდება და გერმანიაში მისი ფასი 33 000 ევრო იქნება.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია