2020 წლის Toyota Prius Prime ზაფხულში გამოჩნდება და ხუთსავარძლიანი კონფიგურაცია ექნება

2020 წლის Toyota Prius Prime მნიშვნელოვანი განახლებებით აშშ-ის ბაზარზე ამ ზაფხულს გამოჩნდება.


განახლებების დიდი ნაწილი სალონს შეეხო, მათ შორის ყველაზე დიდი ცვლილება კი უკან ერთი სავარძლის დამატებაა, რის შედეგადაც, ამ მოდელში ხუთი ადამიანი მოთავსდება. ახალი სავარძელი წინა მოდელებში უკანა სავარძლებს შორის არსებული გამყოფი კონსოლის ადგილას განთავსდა.


წინა ინტერიერის თეთრი აქცენტები შავმა ჩაანაცვლა, რამაც მას უფრო პრემიუმ შესახედაობა შესძინა. მოდელში ასევე ნახავთ მზისგან დამცავ ახალ წინაფარას და სხვა ადგილას განთავსებულ სავარძლის გამათბობელ ღილაკებს.


უკანა სავარძლების მგზავრებისთვის ჩაშენებულია ორი ახალი USB პორტი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ახალმა Prius Prime-მა სტანდარტული SiriusXM თანამგზავრული რადიო და Amazon Alexa-სთან და Apple CarPlay-სთან თავსებადობა.

 


სხვა ცვლილებები უმნიშვნელოა, მაგრამ Toyota-მ სახელი შეუცვალა has renamed the Plus, Premium და Advanced კომპლექტაციებს და უწოდა LE, XLE და Limited.


ხელმისაწვდომი იქნება plug-in ჰიბრიდული ძალური გადაცემის სისტემა 1.8-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით, ელექტროძრავითა და 8,8 კილოვატ-საათიანი ლითიუმ-იონური ბატარეების კომპლექტით. საერთო ჯამში, ამ მოდელს 121 ცხენის ძალა ექნება.


მიუხედავად იმისა, რომ Prius Prime მძლავრი არ არის, გამოირჩევა წარმოუდგენელი ეკონომიურობით. წვის მაჩვენებელი ქალაქში 100 კმ-ზე 4,28 ლიტრია, ავტომაგისტრალზე 4,4 ლიტრი, კომბინირებულად კი 4,36 ლიტრი. გარდა ამისა, მხოლოდ ელექტროძრავით მოდელს შეუძლია 40,2 კილომეტრის გავლა.


რაც შეეხება ფასებს, აშშ-ში Prius Prime LE 27 600$ ეღირება, XLE 29 500$, Limited კი 33 500$.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია