Toyota, Mercedes-ი და BMW ავტოინდუსტრიის ყველაზე ღირებულ ბრენდებად დასახელდა

ბაზრის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია Kantar Millward Brown-ის ახალი კვლევის მიხედვით, Toyota ყველაზე ღირებული საავტომობილო ბრენდია; ამ მაჩვენებლით ის Mercedes-Benz-სა და BMW-ს სჯობნის.

 


2019 წლის ყველაზე ღირებული გლობალური ბრენდების კვლევამ მსოფლიოს უდიდესი ბრენდები გამოავლინა, ყველა ინდუსტრიაში. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გაიგებთ, რომ სიის სათავეში ტექნოლოგიური კომპანიები მოექცნენ. მაგალითად, Amazon-ს მოჰყვებიან Apple, Google, Microsoft-ი, Visa, Facebook-ი და Alibaba.

 


Toyota 41-ე ყველაზე ღირებულ ბრენდად დასახელდა. სიაში მას უსწრებენ მაგალითად, Samsung-ი, Netflix-ი, Chanel-ი, Paypal-ი და Nike. ამავე სიაში 54-ე ადგილზეა Mercedes-Benz-ი, BMW კი 55-ე. პირველ ასეულში მხოლოდ ეს სამი საავტომობილო ბრენდი მოხვდა. აღნიშნული კვლევა უკვე 14-ჯერ ჩატარდა, საიდანაც Toyota-მ უკვე 12-ჯერ დაიკავა პირველი ადგილი ყველაზე ღირებულ საავტომობილო ბრენდთა სიაში.

 


„Toyota-ს პოზიციაში დიდი ადგილი უკავია გლობალურ წვდომას. იგი ასევე პიონერია ალტერნატიულ ენერგიაში. ყველა იცნობს Prius-ს“, — განუცხადა Global BrandZ -ის სტრატეგიის დირექტორმა გამოცემა Auto News-ს.

 


მიუხედავად იმისა, რომ პირველ ასეულში მხოლოდ მხოლოდ 3 ავტომწარმოებელი მოხვდა, კვლევას სპეციალური სექცია აქვს ავტომწარმოებელთათვის. ამ სიაში სხვა ბრენდებს უსწრებენ Honda, Ford-ი, Nissan-ი, Tesla, Audi, Volkswagen-ი და Porsche.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია