ევროკავშირმა ხმა მანქანის Wi-Fi სტანდარტის წინააღმდეგ მისცა

ევროკავშირის ქვეყნებმა ხმა მანქანის Wi-Fi-ზე დაფუძნებული სტანდარტის წინააღმდეგ მისცეს, რითაც დიდი დარტყმა მიიღეს ისეთმა ავტომწარმოებლებმა, როგორებიცაა Volkswagen-ი, Renault და Toyota.


შეთავაზების წინააღმდეგ, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ხმა 21-მა ქვეყანამ მისცა, მათ შორის იყო გერმანია, საფრანგეთი და იტალია. თუმცა, 5G-ს ტრიუმფი დიდად გაახარებთ BMW-ს, Daimler-ს, Ford-ს, PSA-ს, Intel-ს, Qualcomm-ს, Huawei-სა და Samsung-ს.

 


ევროკომისიას სურს გარკვეული სტანდარტი დააწესოს ინტერნეტკავშირით აღჭურვილი ავტომობილებისათვის. ამ ბაზარს მილიარდობით ევროს შემოსავლის პოტენციალი აქვს არა მხოლოდ ავტომწარმოებლებისათვის, არამედ სატელეკომუნიკაციო ოპერატორებისა და აღჭურვილობის მწარმოებელთათვის.


ამ მიმართულებამ საავტომობილო და ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ნამდვილი ომი გააჩაღა — ერთი ნაწილი Wi-Fi-ს მხარეს აღოჩნდა, მეორე კი 5G-ს.


თუმცა, ჩათვალეს, რომ 5G სტანდარტს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მანქანასა და მიმდებარე გარემოს, გამოყენების უფრო ფართო დიაპაზონი აქვს, მაგალითად, გართობაში, მონაცემთა გადაცემაში და ზოგად ნავიგაციაში.


ამავე დროს, მეორე მხარე მიიჩნევდა, რომ 5G-სგან განსხვავებით, Wi-Fi ტექნოლოგია უკვე ხელმისაწვდომია და სწრაფად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. მაგრამ მიჩნეულია, რომ გამოსვლის შემდეგ, 5G ხელს შეუწყობს თვითმართვადი ტექნოლოგიის განვითარებას.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია