Audi RS მოდელების 25 წლისთავს აღნიშნავს და 2019 წელს ორ ახალ მოდელს აანონსებს

RS მოდელების 25 წლისთავს Audi ამ მაღალი საექსპლუატაციო თვისებების მქონე ხაზის გამომზეურებით აღნიშნავს.


RS 2 Avant-ის წარმოება 1994 წელს დაიწყო; ჰქონდა 2.2-ლიტრიანი, ხუთცილინდრიანი ტურბოძრავა 311 ცხენის ძალით. ვაგონის ძრავა დაკავშირებული იყო ექვსსიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან, რომელიც ენერგიას ოთხივე წამყვანი თვლის სისტემას აწვდიდა და ჰქონდა თვითბლოკირებადი ცენტრალური დიფერენციალი.

 


Audi-ს განცხადებით, შემდეგი მნიშვნელოვანი მოდელი იყო 1999 წლის RS 4 Avant; ჰქონდა 2.7-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V6 ძრავა 375 ცხენის ძალით.


2005 წელს გამოვიდა ახალი RS 4, რომელსაც 414 ცხენის ძალის მქონე V8 ძრავა ჰქონდა. სამი წლის შემდეგ, კომპანიამ წარმოადგინა RS 6 Avant-ი, რომელსაც ჰქონდა 5.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V10 ძრავა 572 ცხენის ძალით.


Audi ამჟამად შვიდ RS მოდელს გვთავაზობს, მათ შორის არის RS 3 Sportback / Sedan, RS 4 Avant, RS 5 Coupe / Sportback და TT RS Coupe / Roadster.

 


ეს ხაზი სულ მალე განახლდება, რადგან როგორც Audi ადასტურებს, 2019 წელს ვიხილავთ ექვს ინოვაციურ პროდუქტს. დეტალების დაკონკრეტებისგან კომპანია თავს იკავებს, მაგრამ ადასტურებს, რომ ამ ინოვაციებს შორის ორი სრულიად ახალი RS მოდელი იქნება.


ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ არის ახალი RS Q8. გავრცელებული ინფორმაციით, ის აღჭურვილი იქნება 4.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V8 ძრავის დახვეწილი ვერსიით, რომელსაც Lamborghini Urus-ი იყენებს. სავარაუდოდ, მოდელს 592 ცხენის ძალა ექნება.

 


RS მოდელების 25 წლისთავი Audi-მ გერმანიის ქალაქ ნეკარზულმში, Audi Forum-ზე გამართული სპეციალური გამოფენით აღნიშნა. გარდა RS მოდელებისა, ასევე გამოიფინა სარბოლო მანქანები და RS 8 პროტოტიპი, რომელიც წარმოებაში არასოდეს შესულა.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია