Tesla Model X - პირველი ელექტროქარი, რომელმაც საჰარის უდაბნო გაადაკვეთა

ილონ მასკის ავტომობილები განაგრძობენ ერთგვარი რეკორდების დამყარებას. ამჯერად მორიგი სიახლე კომპანია Tesla-ს ქროსოვერს Model X-ს უკავშირდება. ის მსოფლიოში პირველი ელექტრომობილი გახდა, რომელმაც საჰარის უდაბნო გადაკვეთა. აღნიშნული მოვლენა საერთაშორისო რალის „ბუდაპეშტი-ბომაკო“ ფარგლებში განხორციელდა.

 

 

რალი სტარტს უნგრეთის დედაქალაქში იღებს და მალის დედაქალაქში სრულდება. რალის მსვლელობისას Team Tesla Powered by RWE გუნდი სოციალურ ქსელ Facebook-ში ონლაინ-დღიურს აწარმოებდა. საერთო ჯამში ავტომობილმა, რომელსაც ხორვატიული ეკიპაჟი - საშა ცვეტოევიჩი და ოლეგ მაშტრუკო, 8 600 კმ-ის გავლას 16 დღე მოანდომა.

 

 

ხშირ შემთხვევაში ეკიპაჟი ელექტრომობილის აკუმულატორებს, თანმხლებ სატვირთო ავტომობილში მოთავსებული გენერატორით მუხტავდა - ინფრასტრუქტურა არ იძლეოდა ყოველთვის ადგილობრივი ელექტროქსელის გამოყენების საშუალებას.

 

 

რალიში მონაწილე Tesla Model X-ის ვერსია არ კონკრეტდება. აშშ-ში მოდელი სამ მოდიფიკაციაშია ხელმისაწვდომო - P75, P100 და P100D. აკუმულატორების ერთი დამუხტვით, მათი სვლის მარაგი შესაბამისად 380, 470 და 460 კმ-ია.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია