გალფმა 100 პირველკურსელი სტიპენდიანტი გამოავლინა
7 ნოემბერი 2022

7 ნოემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში პეტროკას ენერჯი ჯგუფისა და გალფის ახალიპლატფორმის “მომავალი ჩვენია” პრეზენტაცია გაიმართა. ინიციატივის ფარგლებში სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, შეიქმნა "გალფის სასტიპენდიო პროგრამა", რომლის თანახმად ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საუკეთესო 100 პირველკურსელი ყოველთვიურად 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებს.

 

გარდა ამისა, კომპანია გალფის მხარდაჭერით და არველაძეების ფონდის ინიციატივით საქართველოს ყველა რეგიონიდან შეირჩა საუკეთესო ქულების მქონე 12 პირველკურსელი, რომლებიც 10-13 ნოემბერს გაემგზავრებიან იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში, სადაც მარადონას სახელობის სტადიონზე ხვიჩა კვარაცხელიას უგულშემატკივრებენ ნაპოლი-უდინეზეს მატჩზე.

 

"მომავალი ჩვენია" - პეტროკას ენერჯი ჯგუფის ახალი პლატფორმაა, რომელიცაერთიანებს ჯგუფში შემავალ სოციალური პროექტების ყველა ძირითადმიმართულებას, მათ შორის: განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდა თაობაში, სპორტის პოპულარიზაცია, ქართული კულტურის მხარდაჭერა და ქველმოქმედება.

 

ღონისძიებას კომპანია გალფის მენეჯმენტი, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია