მობილური ავტოგასამართი სადგური
მობილური ავტოგასამართი სადგური

ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული რეზერვუარების - „მობილური ავტოგასამართი სადგურების“ მონტაჟს თქვენთვის სასურველ ადგილზე. „მობილური ავტოგასამართი სადგური“ არის იაფი და კომპაქტური საწვავის რეზერვუარი, მათთვის ვისთვისაც:

  • პრიორიტეტულია ხარჯების შემცირება;
  • მნიშვნელოვანია საწვავის ნაშთების კონტროლი;
  • კრიტიკულია საწვავის უწყვეტი მარაგის ქონა, რათა დაგეგმილი სამუშაოები არ შეფერხდეს;
  • სურს ტექნიკის ან ავტოპარკის ეფექტური მართვა.

მობილური ავტოგასამართი სადგური ინტეგრირებულია საბარათე სისტემასთან (Gulf Card) , რაც საშუალებას მოგცემთ სრული რეპორტინგის მეშვეობით აკონტროლოთ:

  • კომპანიის ბალანსზე არსებული საწვავის ლიმიტი
  • საწვავის შესყიდვები (თარიღისა და პროდუქტის ჭრილში)
  • საწვავის ჩასხმები კონკრეტული ავტომანქანის მიხედვით

 

თითოეულ ბარათზე თქვენ შეგიძლიათ მონიშნოთ კონკრეტული პროდუქტი, დაუწესოთ ბარათს თქვენთვის სასურველი ლიმიტი და შეზღუდოთ ბარათი კონკრეტული დროის ინტერვალით. სამართავ პანელშივე შეგიძლიათ მოითხოვოთ საწვავის  ინვოისი და შეუკვეთოთ ახალი ბარათები.

"მობილური ავტოგასამართი სადგურით" სარგებლობის განმავლობაში:

  • მოგემსახურებათ გალფის პროფესიონალ ტექნიკოსთა ჯგუფი, რომლებიც რეზერვუარის ინსტალაციამდე შეისწავლიან ტერიტორიას და გასცემენ კონკრეტულ რეკომენდაციებს, ასევე ყოველ 6 თვეში მონიტორინგს გაუწევენ რეზერვუარის სწორ და გამართულ მუშაობას;
  • თანამედროვე და დახვეწილი სისტემა საშუალებას მოგცემთ დისტანციურად ადევნოთ თვალი საწვავის მიღებებს და რეზერვუარში არსებულ ნაშთებზე გქონდეთ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია.

რეკომენდაციები

 

ავტოგასამართი სადგურის შეუფერხებლად მუშაობისთვის აუცილებელია:

  1. მისი სწორ ზედაპირზე განთავსება;
  2. ელექტროენერგია;
  3. კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  4. საგადასახადოდან საბოლოო მომხმარებლის კოდის აღება.

საკონტაქტო ინფორმაცია: +995 555 288 828   / +995 577 00 49 04  

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია