Gulf Card
Gulf Card

GULF CARD არის კორპორატიული ბარათი, საწვავის ტალონებით შესყიდვის თანამედროვე შემცვლელი, რომელიც გაგიმარტივებთ ბიზნესის მართვას, როგორც მატერიალური სახსრების უკეთესად განკარგვის, ასევე საწვავის ხარჯვის დეტალური კონტროლის შესაძლებლობის მხრივ.

GULF CARD-ის უპირატესობა

  • საწვავის ხარჯვის შემცირება;
  • უვადო RFID ბარათის უფასოდ მიღება;
  • კვირის ნებისმიერ დღეს, საწვავის განკარგვის 24 საათიანი კონტროლი და ეფექტური დაგეგმვის შესაძლებლობა;
  • ოპერაციების სიმარტივე, ცვლილებებისა და განახლებების მომენტალური ასახვა;
  • ონლაინ რეპორტინგის მეშვეობით სრული ანგარიშგების მიღება;
  • დისტანციური კორპორატიული მომსახურების მიღება, ოფისიდან გაუსვლელად;
 
პროცედურა
  • ბარათების შესაკვეთად ავსებთ განაცხადს ელექტრონულად ან ნებისმიერ სერვის ცენტრში;
  • შეკვეთიდან 2-4 დღის განმავლობაში, თქვენი განაცხადის შესაბამისად, გადმოგეცემათ სასურველი რაოდენობის ბარათები.
  • ინვოისის მოთხოვნას გზავნით ელექტრონულად - cardsales@gulf-ge.com-ზე ან ავსებთ ფორმას ჩვენს საიტზე (https://gulf.ge/ge/gulf_card/request_invoice);
  • ელექტრონულად იღებთ ინვოისს და გადახდის ქვითარს აგზავნით ზემოთ აღნიშნულ მეილზე;
  • ლიმიტის დასმა კომპანიის მთავარ ანგარიშზე ხდება ჩარიცხული თანხის ანგარიშზე ასახვიდან უმოკლეს ვადაში;

ელექტრონული შესყიდვის შესაძლებლობა დაგაზოგინებთ დიდ დროსა და ენერგიას. გარწმუნებთ, დახვეწილი მომხმარებლის მოთხოვნებს მორგებული ბარათი თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს.

 

GULF CARD-ის უპირატესობა სიმარტივეშია!

 

 

შეუკვეთე ბარათიშეუკვეთე ბარათი

 

 

GULF CARD-თან დაკავშირებულ საკითხებზე დაგვიკავშირდით: *0008

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია