ALFA ROMEO MONTREAL გვასწავლის გზას ავტოლეგენდამდე!

ავტოსამყაროში არსებობს მანქანის, კლასიკად აღიარების რამდენიმე ეტაპი და მოთხოვნა.

ასეთებია:

  • მანქანის გარეგნობა – (ის უნდა იყოს გამორჩეული ნებისმიერ დროსა თუ ეპოში)
  • მანქანის იმიჯი – (წლოვანების მიუხედავად მანქანას უნდა უყურებდნენ როგორც გემოვნებით შერჩეულს, დიადს და არა ძველებურს)
  • მანქანის ისტორია – (კონკრეტულ მოდელს ან კომპანიას უნდა ჰქონდეს გამორჩეული სპორტული, საინჟინრო ან ტელეისტორია)
  • მანქანის ექსკლუზიურობა – (ამ მანქანის ტირაჟი საკმაოდ დაბალი უნდა იყოს, მსოფლიოს მასშტაბით ამ მოდელების რაოდენობა 1-2 ათასს არ უნდა სცდებოდეს)
  • შეგრძნება – (ის არ უნდა იყოს ყველაზე სწრაფი, ის არ უნდა იყოს ყველაზე კომფორტული, მაგრამ ის უნდა იყოს ყველაზე ცოცხალი, მისი ტარება უნდა გაბედნიერებდეს და რაც მთავარია სახეზე ღიმილს იწვევდეს)

 

Alfa Romeo Montreal, ყველა ამ მოთხოვნას პირნათლად აკმაყოფილებს, თუმცა მისკლასიკურობაზე საკმაოდ დიდხანს მსჯელობდნენ. აქ გასაკვირი არაფერია, ალფაყოველთვის იყო ასეთი, ის ან სიგიჟემდე გიყვარს, ან ასევე ძლიერად არ გიყვარს.

 

სასაცილოა მაგრამ Alfa Romeo Montreal არასდროს გაყიდულა მონრეალში, მან ესსახელი იმ გამოფენის საპატივცემულოდ მიიღო სადაც ეს მოდელი პირველადწარადგინეს, პრეზენტაციისას მას Alfa Romeo GT 2-ს უწოდებდნენ, რაც ამ მოდელსნამდვილად მეტ პოპულარობას მოუტანდა ვიდრე კანადური, ცივი ქალაქისდასახელება…

 

იმის მიუხედავად, რომ Montreal 1970 – 1977 წლებში გამოდიოდა, რაც საკმარისიაასობით ათასი მოდელის გამოსაშვებად, მთელი ამ დროის მანძილზე მხოლოდ 3917მანქანის აწყობა მოხერხდა. ეს ციფრი Alfa Romeo-ს კიდევ ერთი უცნაურითავისებურებით არის გამოწვეული, ისევე როგორც GT კლასის სხვა მანქანებს AlfaRomeo , ამ მოდელსაც სრულიად ხელით აწყობდა.

 

მსგავსმა მიდგომამ ალფასთვის ჩვეული უცნაურობები გამოიწვია, მაგალითადპრაქტიკულად ყველა ამ ავტომობილს მარცხენა და მარჯვენა კარებიგანსხვავებულ სიმაღლეზე აქვთ განთავსებული, იგივე ეხება შუშებს, ფარებს და ბევრსხვა დეტალს…

 

თუმცა ეს ყველაფერი მნიშვნელობასკარგავს, მაშინ როდესაც ვხედავთ მისდიზაინს… Alfa RomeoMontreal უდაოდ ერთ-ერთი ულამაზესიალფაა. ის თავისი სტილით იმდროინდელ Lamborgini-ს მოგვაგონებს დაამავე დროს ის ყველასგან გამორჩეულია,

 

თუნდაც თავისი ორიგინალური ფარისდამცავებით, რომლებიც ფუნქციურის გარდადიზაინერულ დატვირთვასაც ატარებენ.

 

Montreal-ს აქვს მკაცრად მამაკაცური და ელეგანტური ინტერიერი, ხის საჭე დამხოლოდ გადარჩენისთვის აუცილებელი რამოდენიმე ღილაკით აღჭურვილი წინაპანელი.

 

ეს ყველაფერი და 2.6 ლიტრის მოცულობის V8 ძრავი ქმნის ავტომანქანისპირველყოფილს სილამაზეს და განუმეორებელ შეგრძნებებს,სწორედ ამიტომ კტოტსდეილში კლასიკური ავტომანქანების ბოლო აუქციონის დროსგასაყიდად გამოყვანილი Alfa Romeo Montreal, აქამდე წარმოუდგენელ 200,000 ფუნტსტერლინგად გაიყიდა. ამის შემდეგ საბოლოოდ გაეცა პასუხი ყველაკითხვას Montreal-ის სტატუსის გარშემო, ის ნამდვილად კლასიკაა, განუმეორებელი,

ექსკლუზიური, ულამაზესი და გარდაუვალი სიამოვნების მომტანი.

 

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია