20,000 პრიზი გალფისგან
20,000 პრიზი გალფისგან

გალფში მორიგი წამახალისებელი გათამაშება "20,000 პრიზი გალფისგან" დაიწყო! აქცია მხოლოდ Gulf Club-ის წევრებისთვისაა და 1 დეკემბრიდან - 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. გალფის ქსელში ყოველი 30 ლარი საწვავის შეძენის დროს მომხმარებელს გადაეცემა მომენტალური გათამაშების ერთი ბილეთი. ერთ ტრანზაქციაზე გაიცემა მაქსიმუმ 4 გათამაშების ბილეთი. აუცილებელია საწვავის შეძენის დროს მომხმარებელმა გამოიყენოს Gulf Club-ის ფასდაკლების და დაგროვების ბარათი.

 

წამახალისებელ გათამაშებაში "20,000 პრიზი გალფისგან" თამაშდება 12 აიფონი (iPhone 11), 12 ტელევიზორი (Samsung), 12 მარშალის დინამიკი (Stanmore II), 12 მარშალის ყურსასმენი (Major III) და უამრავი სხვა პრიზი:

  • „10 ლარიანი საწვავის ვაუჩერი“ - 3000 ცალი.
  • „20 ლარიანი საწვავის ვაუჩერი - 1500 ცალი.
  • „50 ლარიანი საწვავის ვაუჩერი“ - 500 ცალი.
  • „ჰოთ-დოგ მენიუ“ – 3000 ცალი.
  • „გალფის სამგზავრო ბალიში“ - 1500 ცალი.
  • „გალფის ყურსასმენი“ - 1500 ცალი.
  • „გალფის ენერგეტიკული სასმელი“ - 1500 ცალი.
  • „ყავა ამერიკანო“ - 3452 ცალი ფინჯანი.
  • „გალფ კლუბის 500 ქულა“ - 4000 ერთეული.

ჯამში პროექტის ფარგლებში გათამაშდება 20,000 პრიზი. 

 

პრიზის მოგების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს მომგებიანი ბილეთი, გალფ კლუბის ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პრიზების - აიფონის, ტელევიზორის, მარშალის დინამიკის და მარშალის ყურსასმენის მოგების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: *0007, სადაც მიიღებთ დეტალურ ინფირმაციას პრიზის გაცემის თაობაზე, ხოლო სხვა ყველა დანარჩენი პრიზის მიღება Gulf Store-ის მაღაზიიდან იქნება შესაძლებელი.

 

ნებისმიერი პრობლემის ან კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: *0007

გისურვებთ წარმატებას! - აირჩიე გალფი, ჩაიფიქრე და მოიგე...

 

 

 

 

რეგლამენტი   ნებართვა

© სან პეტროლიუმ ჯორჯია