მეამას ყავა უკვე Gulf Store-ის ყველა ობიექტზეა
14 სექტემბერი 2021

დღეიდან, საქართველოს მასშტაბით გალფ სთორის ყველა ობიექტში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მეამას კაფსულის არომატული და მრავალფეროვანი ყავა მიირთვას.

 

ყავის კაფსულის მწარმოებელი ქართული კომპანია მეამა და ნავთობკომპანია გალფი უკვე რამდენიმე თვეა წარმატებით თანამშრომლობენ. Gulf Store-ის 66 ფილიალში შესაძლებელია მემას ორივე ფორმატის კაფსულებით, 6 სხვადასხვა სახეობის ყავის სასმელის დაგემოვნება: ლუნგო, კაპუჩინო, ლატე, ესპრესო, ცივი ყავა ნაყინით და ასევე ნალექიანი ყავა. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ ქართულ ბრენდთან როგორიც მეამაა გრძელვადიანი თანამშრომლობა, რათა ჩვენს მომხმარებელს ყოველთვის შევთავაზოთ მაღალი ხარისხის არომატული ყავა და სტაბილური გემო" - აცხადებენ კომპანია გალფში.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია