გალფის პარტნიორობით Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 დაიწყო
13 დეკემბერი 2021

Forbes-ის 30 წლამდელთა სია 2021 დაიწყო. განაცხადის შევსება ახალგაზრდა ლიდერებს დღეიდან შეუძლიათ.

უკვე მეოთხე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი გაბედულებით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით წარმატებას აღწევენ და ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან.

 

30 UNDER 30-ის რჩეულ ახალგაზრდებს ერთი რამ აერთიანებთ – ისინი ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს – ზოგიერთმა შეუძლებელი შეძლო და გამოწვევებით სავსე პერიოდში ბიზნესი წამოიწყო, ზოგს დაავადებასთან ბრძოლაში შეაქვს წვლილი, ზოგიც თავისი იდეით ხვალის მოთხოვნებს დღეს პასუხობს. თუმცა, ამ ყველაფერში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია — ახალგაზრდების ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება.

 

30 UNDER 30 სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს და მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში, შემდეგ სფეროებში მიაღწიეს: ტექნოლოგიები, მეცნიერება, ანტრეპრენერები და მეწარმეები, მედია და მარკეტინგი, კულტურა და სტილი, ფორბსის რჩეული.

 

„ვფიქრობ, "ფორბსის" 30 წლამდელთა პროექტი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის მომავლისთვის, რადგან აერთიანებს იმ ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც უდიდეს ზეგავლენას ახდენენ განვითარების პროცესებზე, შემოაქვთ სიახლეები და ემსახურებიან პროგრესს. ქვეყნის განვითარების პროცესები სწორედ მათ ხელშია და ეს ყველაფერი საბოლოოდ განაპირობებს მეტ ინვესტიციასა და ეკონომიკურ ზრდას“, - ქრეიგ კრამერი, ნავთობკომპანია გალფის გენერალური დირექტორი.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია