მობილური ავტოგასამართი სადგური
ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული რეზერვუარების - „მობილური ავტოგასამართი სადგურების“ მონტაჟს თქვენთვის სასურველ ადგილზე. „მობილური ავტოგასამართი სადგური“ არის იაფი და კომპაქტური საწვავის რეზერვუარი, მათთვის ვისთვისაც:
- პრიორიტეტულია ხარჯების შემცირება;
- მნიშვნელოვანია საწვავის ნაშთების კონტროლი;
- კრიტიკულია საწვავის უწყვეტი მარაგის ქონა, რათა დაგეგმილი სამუშაოები არ შეფერხდეს;
- სურს ტექნიკის ან ავტოპარკის ეფექტური მართვა.
"მობილური ავტოგასამართი სადგურით" სარგებლობის განმავლობაში:
- მოგემსახურებათ გალფის პროფესიონალ ტექნიკოსთა ჯგუფი, რომლებიც რეზერვუარის ინსტალაციამდე შეისწავლიან ტერიტორიას და გასცემენ კონკრეტულ რეკომენდაციებს, ასევე ყოველ 6 თვეში მონიტორინგს გაუწევენ რეზერვუარის სწორ და გამართულ მუშაობას;
- თანამედროვე და დახვეწილი სისტემა საშუალებას მოგცემთ დისტანციურად ადევნოთ თვალი საწვავის მიღებებს და რეზერვუარში არსებულ ნაშთებზე გქონდეთ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია.
რეკომენდაციები
ავტოგასამართი სადგურის შეუფერხებლად მუშაობისთვის აუცილებელია:
- მისი სწორ ზედაპირზე განთავსება;
- ელექტროენერგია;
- კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- საგადასახადოდან საბოლოო მომხმარებლის კოდის აღება.
საკონტაქტო ინფორმაცია: +(995 32) 555 288 828